• რეკლამა
  • კონტაქტი
02:19, ოთხშაბათი, 15 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაფერ სულუხსარებივით ვუცტიდით… – ამფერი იყო ახალი წელი ქობლეთში” – ზურა ბაუჟაძე

ალია ავტორი - ალია
14:31 01-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

ჟურნალისტი, ზურა ბაუჟაძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“ამფერი იყო ახალი წელი ქობლეთში”

დიდნენეი ქარგავდა. თეთრ ტილოზე აბრეშუმის ძაფის ჭეჭელაი ყვავილებს აფენდა. სისხლივით წითელს და ლაპლაპას.

სულ არ ჩქარობდა. ერთს ამოლამბავდა, მისი შავი, წვიტი თვალებით გუუხედ გამუუხედავდა სინათლეზე, ხანდიხან ლამპის შუქზეც და გააგძელებდა.

ერი ტილოის ქარგვას ერ თვეს მუანდომებდა.

სა ეჩქარებოდა?

გარეთ თოვდა. ნენეის ტილოსავით თეთრი თოვლი ეხურე მთებს, ტყეებსაც.

ჩვენი ოდის დაბლა მდინარე რომ მიდინავდა და ზაფხულში გრუხუნით მოხონდა ზეიდან ყოლიფერი, მგონი იმასაც კი ეძინა ისე გაწრიმულიყო დუნია.

ბუხარში ღუღუნებდა გაფიჩფიჩებული შიშა. ქეჩხოში მიმჟდარი დიდნენეი ხანდახინ ქარგვას მიატიებდა და ნაკვირჩხალს გაჩხრიკ-გამოჩხრიკავდა, ერ ან ორ ღერ შიშას შუუმატებდა, ააგუგუნებდა ცეხლს და დეიწყებდა ძველი ამბების ყოლას.

ხოდა, ერ დღეს დიგვიგო ბუხრის წინ დათვის ტყავი, შუუკეთა წყავის შიშა ცეხლს და გეიხსენა რაფერი იყო ახალი წელი ქობლეთში მის ბაღნობას.

– მაშვინ ახლით კაციშვილი არ აღნიშნავდა, უფრო ძველით იცოდენ. ნენემ ცამმეტამდე კაი ხნით ადრე იცოდა ხაზირობა.

ფელამუშიზა და ლეჩერიზა კაი ადესაის წვენს გედეინახავდა, წაბლაი ხაპები მიდღემჩი გვხონდა, ზეგნის ყანიდან რუმ ჩამოვტანდით, აარჩევდა და ნალიაში შევნახავდით. თხილი, ქართულაი ნიგოზი და წაბლი იმდენი გვხონდა, სა წეგვეღო არ ვიცოდით.

ხანდიხან აჭზე ზურგში ჭვირთმოკიდებული გადიარდა ბაბაი და ოზურგეთის კვირის ბაზარზე გაყიდდა. რაფერ სულუხსარებივით ვუცტიდით მაშინ, როის მოვდოდა უკან. ვიცოდით, რუმ ბაღნებიზა რაცხა ტკპილს წამეიღებდა და გულს გიგვიხარებდა.

ნაძვის ხეს არ ვდგამდით, რაცხა ჩვენთან დიდათ არ იცოდენ. კარის თავზე სუროის ტოტებს ჩამოვკიდებდით და ოდაში ჩიჩილაკი გვხონდა, მარა ყველას არა და რეიზა არ ვიცი. ჩიჩილაკზე დემირაი ვაშლებს და ბროწევლს წამოაცუმდით და მერე დერდში ვკტებოდით როის ასწევენ რუმ ბროწევლები მოგვიწიოსო.

ნამეტარი გვიხაროდა ახალი წელი. ნენეი იმფერ საჭმელებს აკეთებდა, რუმ ყველას ჩვენსას უნდოდა ახალ წლის აღნიშნა და ხირხიცი.

ზალაში დიდი სტოლი რუმ იდგა, იმაზე დააწყობდა ყოლიფერს. კაი კეცის ჭადებს დააცხობდა, ხანდიხან თაფლიანსაც. საკლავს დავკლავდით და ხორცით იმფერ იახნს გააკეთებდა ჭამით ვერ ვძღებოდით. დედლურიზა მამალს დაკლავდა. ქათამს ბროწევლის ან კუხის წვენში ჩააზუბზუბებდა და სუნელით იმფერს შეტატავდა, ქარს სუნი გაღმა სოფლებში მიხონდა.

შემოდგომაზე, რუმ ბუხრის თავზე ქათმის აპოხტებს გამოვჰკიდავდით, ჩამეიღებდა და კვერცხში შეწვავდა. ეი, ნენევ, რა კაი საჭმელი იყო არ იცით ახლანდელმა ბაღნებმა!

ამ დღიზა ლეჩერიც კაი ხნის მოდუღებული ხონდა ნენეს და მეზობლის ქალებზე მიკითხულიც. როხსეთ ბიბილას ნამეტარი უყვარდა მისი მოდუღებული ლეჩერი და პირველი სულ იმას მუუურბენიებდა.

დემირაი ვაშლებს თხილით და შაქრით ცხელ კეცში, ბუხარში ნაკვერჩხლებს მუუფიცხებდა. ეიიი, ბუძიკავ, სუნს დააყენებდა, კინტრიშს კოხამდე ჩაზდევდა.

კაი ყაფლამასაც ჩააბუჟბეჟებდა და მჟავე ფხალსაც შეტატავდა ნიგზით. მჟავეს დიდი დერგებით აკეთებდა და ნალიაში მიდღემჩი ხონდა შენახული. გამოსულზე ვინცხას პირი წუუხტებოდა ან მუცელი წამიეზრდებოდა, ყველაი ჩვენთან მოვდოდა მაგის ხათრით.

ფელამუშს ნენეი არ აკეთებდა. ვეღარ ასწრებდა და რუმ შემოდგამდა ცეხლზე კარდალას რიგრიგობით ბაღნები ვურევდით დიდვანი ბზის კობზებით. მორევაში ჩუმჩუმელაი კობზს ამოვწევდით და თითებს გუუსვამდით. სასწრაფოთ გავტლაკავდით რუმ დიდვანებს არ დევენახეთ. სიამოვნებისგან თვალებში მურცხიფები დიგვიხტოდა. თაფლს ჩუუმატებდა შით და დანაყილ თხილს. იგიც ნამეტარი კაი რაცხა იყო!

მაჯუნს ვინცხა მოგვიკითხავდა. ყველაი ვერ აკეთებდა და ბევრი ამბავი და გიმიშვი დამაკავე უნდოდა, მარა ქუმა ყოველთვის გვხონდა თავანში გამოკიდული. ხანჯერ მოვპარავდით და ხვართქლევაის ღელეში ჩუმჩუმად ვჭამდით.

მე მთელი ჩემი ბაღნობა მფერხავი ვიყავი. ერი საათით ადრე წევდოდი სახლიდან და მეზობლებში ვქერქეტებდი. რუმ დააკლდებოდა პაწაი დრო მივდოდი სახჩი. მარჯვენაი ფეხით შევდოდი. ჯიბენები კამპეტებით აფსილი მხონდა. იმას მუაპნევდი და ბრინჯის კეკალს _ ყოლიფერი ბევრი, ყოლიფერი ჯამთელი და მიდღემჩი ბედნიერი თქვა ვიტყოდი და ე, მერე დეიწყებოდა ხორხოცი, ცეკვა, ხორუმი და ტაშფანდურაი. დილამდე არ მოვშლიდით ლხინს. ეიფსებოდა ჩვენი წაბლის ოთხთვალაი ოდა სტუმრებით.

მანამდე კაციშვილი არ წამეიჭიტინებდა. მფერხავს კაციშვილი არ მუასწრებდა. თვარა, მერე მთელი წელი რამე იბრეთი რომ მომხთარიყო ოჯახში სულ იმას მუუწევდა წყევლა და გინება.

ბაბაი იმფერ სანთლის არაყს ხთიდა, ჩვენთან მოსული კაძახი უკან წადაუკურაი ვეღარ მიდიოდა და მერდევანზე წარწალდებოდა.

მეორე დღეს ქათმის ფერხვა გვხონდა. მარა ნენეი ახორს და კარიას ჩვენ არ გვაკარებდა, მიდღემჩი თვითონ ფერხავდა. ამ დღიზა დიდი კარდალაით სიმინდის კეკალს მოვხარჩდით, გარეთ არ გვიშვებდენ, ქათმები ეზოში არ დაკავდებიან, შორს იბოდიალებენო.

ხოდა, ქი ვიჯექით მთელი დღეი ჩვენც ბუხრის ძირში ქეჩხოზე და ვლამბავდით დიდნენეის მოგონებებს, რაფერც ახლა თქვენ…”

თეგები: აჭარაქობულეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved