• რეკლამა
  • კონტაქტი
20:50, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაფერ ხთეფა რომ მე ვარ თურმე მკვლელის შვილი” – წულუკიანმა ჟორჟოლიანს უჩივლა

ალია ავტორი - ალია
20:38 07-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
726

თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს უჩივლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა წულუკიანი წერს:

დღეს, ჩვენს ჭაღებიან გოგონას (ნუ, სხვა რაღაცეებიანსაც), ვუჩივლეთ ოჯახმა და ადვოკატი და პასტა და ფურცელი მოიმარაგოს.

მე კი სულ ვიცოდი, რომ მართლები ვიყავით, მაგრამ ახლა ჩივილის დროა! ბაცილებს რაც მეტს გაუტარებ, მით მეტად გათავხედდებიან. თან, უკან მოსვლასაც აპირებენ და…

მიშასტელეფონიანი თინა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 2012-2013 წლებში პირველმა მიაყენა მამაჩემს შეურაცხყოფა. მიშამ დაავალა, უარს ვერ ეტყოდა (აქ, თვალის პაჭუნი). მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიყავი პოლიტიკაში, თორემ ლამაზ თინიკოს ავთანდილ წულუკიანი არასოდეს გაახსენდებოდა. იგივეს აკეთებდა ხოლმე ვივა-მედის კრიმინალი ბაიყუში, როცა იუსტიციაში ვიყავი და გაბრაზდებოდა ვანოს, ბაჩოს ან პეტრეს დაპატიმრებაზე ან კიდევ მისი ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ წერილის გაგზავნაზე. თორემ სხვა შეხება მოსამართლე ავთანდილ წულუკიანს და ბნედიანს არ ჰქონიათ. „მეტი საქმე არ მაქვს, მასეთებს ველაპარაკოს“ პრინციპით, ავთანდილ წულუკიანმა 2000 წელს სასამართლო სისტემა დატოვა და პენსიაზე გავიდა.

ეს ის დროა, სისხლისმსმელი სააკაშვილი ქართველ ერზე ექსპერიმენტის ჩატარებას რომ იწყებს. ამის შემდეგ, იმ ქალებს, რომელთა მძივებზეც მიშას ხელები შეუწმენდია, ან კიდევ თავად ბაიყუშს, არ უხსენებიათ ავთანდილ წულუკიანი. მგონი, რადგან არ დავკვირვებივარ.

მხოლოდ ჭიჭე ვაშაძეს რომ შეუვარდა იმ თაკო ჩარკვიანმა ახსენა ერთხელ პარლამენტში (იმ დღეს, საუზმეში დამამშვიდებლის ჩაყრა ჰქონდა ოჯახს დავიწყებული, მისი რა ბრალია!). 

ეს ის თაკოა, მამამისი რომ შეუფერებელ ადგილას დაასაფლავა „აქანე კარადას დავდგამ“ პრინციპით და მის სიცოცხლეშიც, მამამისის წინ ძნელადდავარცხნილი კვიცივით რომ დახტოდა.

ბოლოს საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა და „ქართულმა ოცნებამ“ მისი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა მე დამაკისრა. შევუდექი თუ არა საქმიანობას, ჭაღებით გასვეტებულმა მადამ კოდუამ, რომელიც ქმრის მიერ წართმეული მანქანებით დაჯირითობდა ქალაქში ნაცების დროს, ისევ გაიხსენა მამაჩემი. გასაგებია, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილი ქმრის მიერ შექმნილი ინდივიდია, სხვა სტატუსი ჯერ-ჯერობით ისევ არ აქვს, მაგრამ როდემდე უნდა ვიძახოთ, რატომ უნდა უჩივლო „მასეთს“?

ჰოდა, დღეს, მე, 82 წლის დედაჩემმა, ჩემმა ძმამ და ჩემმა ძმის შვილმა შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე. ნანულ, ოჯახშიდ კიდენა მეტნიცა ვაართ, მარა ამ ეტაპზე ეს იკმარე.

ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი. ამ სიას აქ არ ვაქვეყნებ, რადგან, სავარაუდოდ, არაერთი მათგანი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, მათ შორის, განზრახ მკვლელობაში, გვამების დანაწევრებასა და ნაგავში გადაყრაში და ა.შ. მსჯავრდებული ხალხია წარსულში და მათ წარსულში ქექვა, ნანა-ნანუკა-ნანულა-ნანუჩიოსგან განსხვავებით, ჩემი საქმე არ არის.

უბრალოდ ვიტყვი, წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი ცოცხალია დღესაც, 1 პირი მას მერე გარდაიცვალა, როცა მამაჩემი საიქიოში იყო უკვე, ზოგი მას მერე გარდაიცვალა, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა, ერთის იდენტიფიცირება საერთოდ ვერ ხდება და ა.შ.
ახლა, საინტერესოა, ვინ მოკლა იმან და რაფერ ხთეფა ისე, ნანულ, რომ მე ვარ თურმე მკვლელის შვილი.

აღარ ვაპირებთ, რომ გავატაროთ. გეიგეე?

ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი ….” – წერს წულუკიანი. 

ნანუკა ჟორჟოლიანი “ოცნების” ლიდერის საპასუხოდ წერს, რომ როგორც ჩანს, წულუკიანს ყელზე დაადგა.

ასევე მიჩივლა მისმა დეიდამ, ბიცოლამ, მამიდამ. თეა ძაან დაგადექი ყელზე და არ დაიხრჩვე. უბრალოდ ვდარდობ.

მინდა გახსნათ და ნახოთ როგორი გამწარებულია. სავარუდოდ, ვერ ინელებს მისი გინების პოსტს რომ 18 ათასი ლაიქი ჰქონდა,” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved