• რეკლამა
  • კონტაქტი
03:02, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რანაირი ქვეყანაა ბჯო, 40 წუთი ვიბრძოლე, არადა მეთქი შევირბენ, ტუალეტში უცბად შევიხედავ” – არჩილ მარშანია

ალია ავტორი - ალია
22:40 10-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,243

ექიმი, არჩილ მარშანია:

“არადა მეთქი, შევირბენ, ტუალეტში უცბად შევიხედავ ანუ ჩემი თავგადასავალი იუსტიციის სახლში.
მოკლედ ნოემბერ/დეკემბრისკენ დიდი სიახლეებისთვის ვემზადები, ჩემი კიდევ ერთი ოცნება სრულდება, ტრენინგ ცენტრს ვხსნით ახალ ფართში, დიდი რებრენდინგი, რემონტი და წიოკი გვაქვს.
ხოდა, ერთი ტუალეტი მინდა რომ შშმ ადაპტირებული გავაკეთო, ფართში ცოტა გავიჭედეთ თუმცა მაქსიმალურად ევეცადე რომ სტანდარტებში ჩავმჯდარიყავი და მოკლედ დადგა დრო რომ გადავწყვიტო შიგნით როგორ მოეწყოს.
მირჩიეს იუსტიციის სახლში მიდი, იქ არის ასე თუ ისე ნორმალურად მოწყობილიო.
წავედი.
საქმე მქონდა თავისუფლებაზე და მეთქი იქიდან იუსტიციის სახლში გავივლი, შევირბენ, ტუალეტში უცბად შევიხედავთქო.
მივედი, ჩავედი ტუალეტში და აშკარად არ არის ადაპტირებული, კი გამიკვირდა მარა სანამ გამოვტრიალდები მეთქი მაინც ვიკითხავ და ლიფტის წინ მდგარ დაცვის გოგონას გამოვეცნაურე.
თვალების ჟუჟუნის დრო არ იყო, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავედი, შშმ პირებისთვის ადაპტირებული ტუალეტი თუ გაქვთ, თუ შეიძლება რომ მასწავლოთ სადაა, ნახვა მინდათქო ვუთხარი და ცოტა დაძაბულმა შემომხედა და კითხვითვე მიპასუხა, აქ არის ზემოთ, ეტლით სარგებლობსო?
არა, მე მაინყერესებს, შეიძლება ავიდემეთქი? არ დავაყოვნე პასუხი და არაო იმანაც მომიგო.
ვერ გავიგე.
ანუ ადაპტირებული საზოგადოებრივი ტუალეტი არის, თუმცა მაღლაა და ვერ ამიშვებთმეთქი?
და დიახო.
მერე მალევე არაო მოაყოლა.
ამაზე სულ გამოვშტერდი, რა დიახ ან არა ვერ გავიგე, ანუ რახდებამეთქი და ნუ ტუალეტი არის მარა, ადაპტირეული არაა, მარა თუ შშმ პირი მოვიდა იქ აგვყავსო.
მერე რამდენიმეწამიანი სიჩუმე და ერთმანეთის თვალში ყურება მოჰყვა და ისევ მე დავარღვიე სიჩუმე დაბნეულმა:
– ვერ გავიგე ანუ, ადაპტირებული ტუალეტი არ არის აქ სწორად გავიგე?
– დიახ.
მოკლედ მიპასუხა და ნუ დავემშვიდობე, მარა მაინც ხინჯად მაქვს, დარწმუნებული ვარ რომ არის, ხოდა გამოვედი აქეთ, მივედი ზუსტად ადაპტირებული სიმაღლის მაგიდასთან მჯდომ კონსულტანტთან იგივე შეკითხვით რათქმაუნდა:
– სალამი, ადაპტირებული საზოგადოებრივი ტუალეტი თუ გაქვთ აქ, რაღაც დეტალები მაინტერესებს რომ შევიხედომეთქი და დაველოდე განაბული პასუხს, გული რაღაც საინტერესოს მიგრძნობდა
გულის გრძნობა მართალი აღმოჩნდა და ამან, ზუსტად არ ვიცი უნდა ვიკითხოო და აშკარად ეჭვის თვალით შემომხედა.
გვერდზე მჯდომს რაცხა გადაულაპარაკა და არა, არ არისო.
კითხვა გავუმეორე ოღონდ ცოტა სხვა მახვილტონალობით და ბრძნული გაკვირვებით – ანუ (მეუთხარი) რას მეუბნებით, ადაპტირებული ტუალეტი არ არის იუსტიციის სახლში, ეტლით მოსარგებლეებისთვის, სწორად გავიგე?
ერთი წუთიო ამაზე (უკვე საინტერესო ხდება ეს ყველაფერი) და დარეკა სადღაც.
მოვიდა ამაზე ცოტა უფრო გამოწკეპილი და რით შემიძლია დაგეხმაროთო.
მასაც დაუზარელად მოვუყევი ჩემი ვიზიტის მიზნობრიობის შესახებ.
ერთი წუთი, მენეჯერს უნდა დავურეკოო
(პარალელურად იქიდან ბრიგადირი მირეკავს, მისასვლელი ვარ ობიექტზე, მარა ვუთიშავ, სპროტული ინტერესი მაქვს რა მოხდება. ჩემიკაი!)
კაი (მეუთხარი) და დავჯექი.
ლაპარაკობს და აშკარად ალმაცერად მიყურებს, თან ელაპარაკება და თან მეკითხება, თქვენთვის გინდათო?
არამეთქი და შუშის თვალებით შევხედე.
რომელი კომპანიიდან ხარო.
მეთქი არანაირი კომპანია ტექნიკური დეტალი მაინტერესებმეთქი.
კაიო (თვალით მანიშნა), ილაპარაკა და გათიშა ტელეფონი.
მოტრიალდა თან საყურეზე მიყურებს და თან რაგბის კავშირის ლოგოზე, ჰუდი მეცვა მაგისი და თან ეს ტატუც რაღაცა ნიტოოოო (ფიქობს ალბათ) და მეუბნება რომ მენეჯერი კრებაზეა, სანამ დაასრულებს უნდა დაელოდოთო.
მეთი დაველოდები პრობლემა არაა (ძალიან საინტერესოა, (საკუთარ თავს ველაპარაკები) ამ ამბავის გამაზვა არ შეიძლება, ვგიჟდები ისე მაინტერესებს საზოგადოებრივ ტუალეტში შეხედვაზე რა პროცედურა მაქვს კიდევ გასავლელი მენეჯერთან!)
გაქრა ეს და მერე ისევ გამოჩნდა, აი იქით არისო, წამომყევიო, მეთქი მენეჯერი რას შვება სადაა?
პასუხი ვერ მივიღე მარა აგრძელებს:
იცით კომპანიის წარმომადგენელი თუ არის მოსული, მენეჯერი უნდა იყოს საქმის კურსშიო.
ქალბატონო არ ვარ არავის და არაფრის წარმომადგენელი, არჩილ მარშანია ვარ, მოქალაქე, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და უბრალოდ ლამასი პიროვნება, მაინტერესებს ტუალეტში რომ შევიხედო, ტექნიკური დეტალი მაინტერესებს უბრალოდ
მივედით სადღაც გასასვლელში და იქ ვიღაცას მიესალმა, კარი შეგვიღეს და ახლა დაცვაც გამოგვყვა და თან დამლაგებელიც, ყველა მე მიყურებს.
არავინ ხმას არ იღებს.
უცბად ისევ მე დავარღვიე სიჩუმე:
– დედას გეფიცებით უბრალოდ ტუალეტში მიდა შეხედვა.
-(სიჩუმე)
– მართლა… ვაგრძელებ უკვე ხმის კანკალით თან მეცინება, ვხვიხვინებ
შემიყვანეს სადღაც, შევედი და უცბად უკნიდან ყვირილი მესმის, არა ეს არაა, ეს არაა, მანდ არ შეხვიდეთ…
მეგონა საიდუმლო გვირაბში შევდიოდი, საიდანაც ალბათ მიწოსქვეშა საქართველოს უკავშირდება ჩემი დედასამშობლოთქო მარა იქვე დამლაგებელმა გამომაფხიზლა, არა შვილო ესა ჩვეულებრივი ტუალეტიაო.
კაი ბატონო.
გამოვედი.
მივდივარ ახლა სხვა მხარეს, ესკორტით (მე, დაცვა, დამლაგებელი, ორი გაკვირვებული თუ დამკვირვებული თანამშრომელი და ეს გამოწკეპილი საყვარელი გოგო უცნაური ცოტა დაძაბული გამოხედვით)
– აი ეს არის. თქვა ვიღაცამ, კი ეს არის დაუდასტურა მეორემ.
კარი შეაღეს და ყველა მე მიყურებს.
ისე შევაბიჯე აი, აღმატებულად, ყველა მე მიყურებს, სიჩუმეა, მე ვჭიხვინებ ისე მეცინება, ხმას კი ვერ ვიღებ მარა ნუ ცუდად ვარ, ტუალეტში შეხედვა მინდა 5 წუთით და 40 წუთია ბიუროკრატიას ვებრძვი.
ტუალეტში შესვლაზე!
ტელეფონი ამოვიღე და ამათ მივუბრუნდი, უკვე შეშინებული მიყურებს ყველა, და ვამშვიდებ:
– მართლა არაფერი სანერვიულო, უბრალოდ ტექნიკური დეტალები მაინტერესებს, მაგიტომ ვიღებ სურათებს
კაიო თავი დამიქნიეს მარა თვალებში ეტყობათ რო იმენა არ მენდობიან
გადავიღე სურათები და დავემშვიდობე, ერთი კი მივაძახე, იმედია როცა ეფსიათ მათაც ამ გზის გავლა არ უწევთმეთქი, მარა არ ვარ დარწმუნებული რო გაიგეს, ვიცინოდი და გამოვრბოდი უკვე.
რანაირი ქვეყანაა ბჯო, 40 წუთი ვიბრძოლე.
არადა მეთქი შევირბენ, ტუალეტში უცბად შევიხედავ.”
თეგები: არჩილ მარშანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved