სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტის თამარ შარაშენიძის განცხადებით, გაძვირდა პროდუქცია, რომელსაც სილამაზის სალონებში იყენებდნენ. მან „ინტერპრესნიუსთან“ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ სალონების მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა სალონმა მომსახურება დაახლოებით 10-15%-ით გააძვირა.
„რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ვეცნობი და გამოკითხვას ვატარებ, რა მოლოდინიც იყო, გამართლდა, თუნდაც მომხმარებელთა რაოდენობასთან მიმართებით. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და მოქალაქეები რეკომენდაციებს იცავენ. გარკვეუწილად პროდუქცია გაძვირდა, ზოგმა ბრენდმა გააძვირა და ზოგმა-არა, თუმცა ნამდვილად გაძვირდა ის პროდუქცია, რომელსაც სალონებში იყენებდნენ. გააჩნია, რომელი ბრენდით სარგებლობდნენ. წინასწარ ვერ პროგნოზირებენ, რამდენად გაძვირდება.
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მარკეტინგი აქვს სალონს. იმის მიხედვით ჩამოყალიბდნენ აღნიშნულ საკითხზე, თუ როგორი ტიპის მომხმარებელი ჰყავთ, რა ღირდა მანამდე მომსახურება და ა.შ. ზოგიერთმა სალონმა მომსახურება დაახლოებით 10-15 პროცენტით გააძვირა.
კომენტარები