• რეკლამა
  • კონტაქტი
20:12, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამდენიმე წუთის წინ აშშ-ს ავიაციამ ბაღდადში საჰაერო იერიში მიიტანა PMF–ის სარდლობაზე” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
22:08 01-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
847
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
რამდენიმე წუთის წინ აშშ-ს ავიაციამ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში საჰაერო იერიში მიიტანა პრო-ირანული დანაყოფის, სახალხო მობილიზაციის ძალების (PMF) სარდლობაზე. სავარაუდოდ ერთ-ერთი ლიდერი, ალ-ნუჯაბას ბრიგადის ხელმძღვანელი, მუშთაქ თალიბ ალ-საიდი მოკლულია, რომელიც ბაღდადში აშშ-ს წინააღმდეგ მოქმედებაზე იყო პასუხისმგებელი.
სახალხო მობილიზაციის ძალები 250 ათასი სამხედროსაგან შედგება და მიუხედავად ერაყელებით დაკომპლექტებისა, ერთგულებას მაინც ირანს უცხადებენ ხოლმე.
სიტუაცია რეგიონში საკმაოდ დაძაბულია. ბოლო დღეებია აშშ-სა და ისრაელს ჰეზბოლაზე, პრო-ირანულ იემენელ ჰუთებზე, ირანულ რაკეტებსა და ერაყში მოქმედ ირანულ ძალებზე ნადირობა აქვთ გამოცხადებული. ამასთან, არაერთხელ აღინიშნა, რომ დღეს ირანის რეჟიმი ისეთი სუსტია, როგორც დიდი ხანია არ ყოფილა ის. წლობით პროტესტმა, წყლის კრიზისმა, სანქციებმა, ახალგაზრდა თაობამ და იდეოლოგიის კრიზისმა დიდი პრობლემები შეუქმნა რეჟიმს. მისთვის ესკალაცია შეიძლება პოზიციების გამყარების საფუძველიც იყოს (როგორც ეს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ მოხდა), მაგრამ ფართომასშტაბიან კონფლიქტმა შეიძლება დაასუსტოს ან სულაც დამხობა გამოიწვიოს. ამიტომაც საკმაოდ არაპროგნოზირებადი პოლიტიკური მდგომარეობაა იქ. როგორც აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა და ცნობილმა ქორმა ჯონ ბოლტონმა CNN-თან საუბარში აღნიშნა, მდგომარეობა ირანის შიგნით საკმაოდ მძიმეა და გუშინდელი აფეთქებაც რეჟიმის უკიდურეს კრიზისზე მიუთითებსო.
მიუხედავად ამ ყველაფრისა ირანი და ჰეზბოლა ძალიან ფრთხილობენ. ვნახოთ იქნება თუ არა მათი მხრიდან ვინმესადმი რაიმე პასუხი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved