„კავკასიის სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„რამდენიმე კვირაა ვაკვირდები და საგონებელში ვარ ჩავარდნილი…
ვერ გამირკვევია, რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს ასეთი საშინელი სკამის ქუჩაში დაბმა? თან ჯაჭვითა და ბოქლომით! ალბათ, ეშინია ვინმემ არ დაამტვრიოს ან დალეწოს, ვანდალიზმს უფრთხის. აბა, ამას სახლში არავინ წაიღებს, ამითი ფულს ვერავინ იშოვის!
არადა, ეტყობა, მანქანების მეთვალყურისაა (“სტაიანშიკის”) და მისთვის ოქროს ტახტის მნიშვნელობა აქვს.
ლერმონტოვის ქუჩა, თბილისი /
2021 წლის ნოემბერი.“
კომენტარები