ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” უმრავლესობის დატოვებისკენ მოუწოდებს.
უკრაინის მიერ ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების შემდეგ ოპოზიცია ახალი მტკიცებულებების შეგროვებას იწყებს. ამაზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ლევან ხაბეიშვილი:
ბიზნესმენ ვასილ ჩიგოგიძეზე, ალექსანდრე დალაქიშვილზე, ანტონ ობოლაშილზე და ისკო დასენზე, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებას თქვენს რუსულ კავშირებთან დაკავშირებით. ასევე, სხვებთან დაკავშირებითაც, თუმცა დღეს მხოლოდ ამ 4 -ით შემოვიფარგლებით. თქვენ გაქვს რამდენიმე კვირა ჯერ კიდევ, ამხილოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის ომის დაფინანსებაში, ფაქტობრივად, დატოვოთ უმრავლესობა და შესაბამისად, უზრუნველყოთ „ქართული ცონების“ უმრავლესობის დაშლა.
კომენტარები