• რეკლამა
  • კონტაქტი
00:56, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამდენი უნდა იყოს საარჩევნო ბარიერი საპარლამენტო არჩევნებზე?” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
23:51 11-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
245

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

? რამდენი უნდა იყოს საარჩევნო ბარიერი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ბარიერის დადგენის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რისი მიღწევა გვსურს აღნიშნული ბარიერის დაწესებით.

მაგალითად, როდესაც თურქეთის ხელისუფლებას სურდა, რომ ქურთული მოსახლეობა გაერიყა პოლიტიკური სისტემისგან, საარჩევნო ბარიერად 10% დააწესა და ქურთული ძალები პარლამენტს მიღმა დატოვა; როდესაც პოლონეთში პოლიტიკური პარტიების გაძლიერება და წინასაარჩევნო ბლოკების ინსტიტუტის დასუსტება გადაწყვიტეს, დიფერენცირებული ბარიერი დააწესეს, პარტიებს პარლამენტში შესასვლელად 5% სჭირდებათ, ბლოკებს 8%. და ა.შ.

? რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში ბარიერი?

დღეს საქართველოს ზომიერი პლურალიზმი სჭირდება.

✅️ ზომიერი პლურალიზმი გამორიცხავს 10-15 პოლიტიკური პარტიის პარლამენტში ყოფნას.
✅️ ზომიერი პლურალიზმს ვერც ორი მსხვილი და ერთი მცირე პარტიით პარლამენტის დაკომპლექტების ტრადიციას ვუწოდებთ.
✅️ ზომიერი პლურალიზმი 4-5 პარტიის პარლამენტში საქმიანობას შეგვიძლია ვუწოდოთ.

? რამდენპროცენტიანი ბარიერი უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტში 4-5 პარტიის შესვლას?

ზუსტი პასუხი არ გვაქვს. ჩვენ მხოლოდ გამოცდილებას, 1995 წლიდან დღემდე ჩვენს ხელთ არსებულ ოფიციალურ მონაცემებს შეგვიძლია დავეყრდოთ. წინა კენჭისყრების შედეგთა ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ზომიერი პლურალიზმის უზრუნველსაყოფად ყველაზე ოპტიმალური 3%-იანი ბარიერი იქნებოდა.

➡️ 1995 წელს 3%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში პარლამენტში სმკ-ის, აღორძინებისა და ედპ-ს გარდა ტრადიციონალისტები, სოციალისტები და კომუნისტები მოხვდებოდნენ. 1999-ში სმკ-ის, აღორძინებისა და მრეწველების გარდა მანდატებს ლეიბორისტები, ედპ და სახალხო პარტიაც მოიპოვებდნენ. 2004 წელს 3%-იანი ბარიერი ნაცებისა და მემარჯვენეების გარდა ლეიბორისტებმა და კოკო გამსახურდიას ხალხმაც გადალახეს, და ა.შ.

? მოკლედ, საქართველოში ჩატარებულ კენჭისყრებში 3%-ის გადალახვას საშუალოდ 5 პარტია ახერხებს ხოლმე.

? 3%-იანი ბარიერი გადაულახავი ნიშნული არ არის ახლადშექმნილი პარტიებისათვისაც. ახალი პარტიების შექმნას კი მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვს. დღეს, როდესაც ქართულ პოლიტიკაში კოლოსალურად არის გაზრდილი ფულისა და მედიარესურსების მნიშვნელობა, ახლადშექმნილ პარტიებს მიზერული შანსი მაინც ხომ უნდა ჰქონდეთ პარლამენტში აღმოჩენისა?

3% დაახლოებით 50 000-მდე ხმაა და ადამიანის გულისთვის კი იბრძოლებდა ოდესმე საქართველოს სოციალისტური პარტია ან მემარცხენე ფრონტი )))), 100 000 ნამეტანია.

? ცხადია, “ქართული ოცნება” ბარიერს არ შეამცირებს. ეს ლოგიკურია. მას აწყობს, რომ კიდევ ერთი ცილკის განმავლობაში თითქმის მარტო დარჩეს ენმ-სთან ერთად.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზიციასაც არაფერი გაუკეთებია ბარიერის შესამცირებლად. შეუძლებელია ხელისუფლება კომპრომისზე წავიდეს ხალხთან, რომელსაც არ სურს მოლაპარაკებები, მხოლოდ ფეხებს აბაკუნებს და მისთვის ხელსაყრელი პირობების დაწესებას ითხოვს. მეორე მხარემ რომ დათმოს, შენც უნდა გადადგა შემხვედრი ნაბიჯი.

? სამწუხაროდ, ამ პოსტში მხოლოდ რაოდენობრივი პლურალიზმის მიღწევაზეა საუბარი. ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია იდეური მრავალფეროვნება. 2020 წლის არჩევნებზე ბარიერი არ გვქონდა, მაგრამ მაინც მხოლოდ ნეოლიბერალური ხედვების მქონე პარტიები შეეყარნენ პარლამენტში.

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved