• რეკლამა
  • კონტაქტი
08:22, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი ქართველი გარდაიცვალა და დაინფიცირდა საზღვარგარეთ

ალია ავტორი - ალია
18:56 04-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას გაავრცელა:

„შემუშავდა სპეციალური კრიტერიუმები და განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ შემდეგ ჯგუფებს: შშმ და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებს; ფეხმძიმე ქალებს და მცირეწლოვნებს; არასრულწლოვნებს; ხანდაზმულებს (65 წელს მიღწეული); სტიპენდიის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს.

ხდება მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს – ადგილზე, საელჩოების მიერ საცხოვრებელი ფართების დაქირავება; საკვების/წყლის და სხვა აუცილებელი საჭიროებების (ჰიგიენური, სამედიცინო) დროული მიწოდება. განსაკუთრებული საჭიროებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ასევე, სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის ხელშეწყობა. ადგილზე, სამედიცინო მომსახურების შეზღუდული წვდომის გამო, ჯანდაცვის უწყებასთან თანამშრომლობით დავაფუძნეთ ონლაინ სამედიცინო კონსულტაციების პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ რეჟიმში იღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს ექიმი-ინფექციონისტებისაგან (აღნიშნულს – პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად – მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს მოქალაქეების მორალური მხარდაჭერის კუთხითაც). ექიმების ონ-ლაინ კონსულტაციები ჩატარდა: აშშ, ბრიტანეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დღეისათვის დახმარება 5238 მოქალაქეს გაეწია და შემუშავდა ე.წ. სასურსათო ვაუჩერის დარიგების მექანიზმი.

ამ ეტაპზე უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 62 ათასამდე საქართველოს მოქალაქე.

დღეისათვის კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 92 მოქალაქეა ინფიცირებული, 9 კი გარდაცვლილი.

უმრავლეს შემთხვევებში სახეზე გვაქვს დაავადების მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე ფორმები. აღნიშნული სტატისტიკა არაა ზუსტი, რამდენადაც მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ამხელს საკუთარ მდგომარეობას (ან არ აწვდის ინფორმაციას საკონსულო სამსახურებს)“

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved