• რეკლამა
  • კონტაქტი
10:39, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამდენი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, ყურადღება არ უნდა იქნას გადატანილი” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
22:23 12-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
239

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა:

საყოველთაო, სახალხო პროტესტი იმ წერტილამდე მივა, რომ ქვეყანაში იქნება საყოველთა დაუმორჩილებლობა, არ სჯეროდა ივანიშვილს, რომ მისი უტიფრობისთვის ეს მოხდებოდა, მაგრამ ხდება.

რომელი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენ ოფისშიც არ უნდა შევიდნენ, ხალხის პროტესტი გაგრძელდება . პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ყურადღება არ უნდა იქნას გადატანილი.

გამარჯვება იქნება გარდაუვალი. არ ვსაუბრობთ დაკავებებზე, მითუმეტეს პოლიტიკოსების, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლია ნიკა გვარამია. ხვალ შეიძლება სხვა იყოს, ზეგ შეიძლება სხვა იყოს. მაშინ, როდესაც 300–ზე მეტი ადამიანია დაკავებული და უმეტესობა უმოწყალოდ ნაცემი  მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ხილვა უნდათ მომავალში. ეს არის ერთადერთი მოტივაცია, რის გამოც ასობით ათასი ადამიანი გამოდის.

ამიტომ აქ, ვინ პოლიტიკოსი, ვინ ინჟინერი, ვინ მასწავლებელი აღარ არის. ყველანი ვართ თანასწორები, ნუ მიაქცევთ ყურადღებას რომელი პოლიტიკურ პარტიას დალუქავენ, ეს ოფისები უკვე პირობითია… ვისაც არ გჯერათ, რომ ამ ქვეყანაში რუსული ინტერესი უპირსპირდება ქართველ ხალხს, იმათთან კამათს აღარ ვაპირებთ, საბედნიერო, დიდი უმრავლესობა სწორად აფასებს და არამხოლოდ აფასებს, მოქმედებს. ეს ოლიგარქიული რეჟიმიც არ არის, კრიმინალური რეჟიმია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved