• რეკლამა
  • კონტაქტი
05:45, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი ოჯახი დარჩება სექტემბრის ბოლოს უსახლკაროდ – რას ელოდებიან ბანკები?!

ალია ავტორი - ალია
00:57 09-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

ანი დვალიშვილი

არჩევნებს ერთი უპირატესობა აქვს. ათასობით აგიტატორსა თუ კოორდინატორს, 2-3 თვის განმვლობაში შემოსავალი უჩნდება და ეს შემოსავალი მომდევნო 2 თვეს ჰყოფნის. ანუ, ახალ წლამდე ხელისუფლება სოციალურ აფეთქებას არ უნდა ელოდოს, ზედ ახალი წლის წინ კი, როცა ფასები ასტრონომიულ ნიშნულს მიარტყამს და მოსახლეობას ელემენტარულად მათი შეძენის შესაძლებლობა არ ექნება, დუღილის ტემპერატურა აიწევს, მაგრამ თუ რამეა მოსახდენი, ახალ წლამდე მომხდარი იქნება და ხალხის ხმასაც ნაკლები ძალა ექნება.

აუცილებლად უნდა შევეხოთ საქართველოში ჯართის პრობლემას. რაც დასაშლელი და გასაყიდი იყო, ყველაფერი დავშალეთ და ახლა არმატურის საწარმოებელი ჯართი საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს. თუ ერთი წლის წინ ტონა არმატურა 500 დოლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 900 დოლარზე მეტია, ანუ ორჯერ გაძვირდა, რაც ავტომატურად აძვირებს მშენებლობას. საბედნიეროდ, ევროპა ასე თუ ისე ამოძრავდა და ემიგრანტების მიერ გადმორიცხულმა თანხებმაც იმატა, რასაც ქართულ ეკონომიკაში მცირე წვლილი ნამდვილად არ შეაქვს. ერთი ეგაა, ემიგრანტები, რომლებიც მთავარი მყიდველები არიან მშენებარე ბინებისა, უკვე თავს იკავებენ, რადგან გაზრდილ ფასებს ვერ აუდიან და ამის ფონზე მეორადი ბინებიც გაძვირდა. საყოველთაო კრიზისი კი იმის მანიშნებელია, რომ სულ უფრო ცოტა ადამიანი ახერხებს ბანკებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და სექტემბერში, ანუ მესამე კვარტლის ბოლოს, ბანკები მინიმუმ მეოთხედი მილიარდის მოგებას ელიან, ანუ ეს თანხები მათ გირაოში ჩადებულ ქონების დასაკუთრების შედეგად შეუვათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რიგითი ადამიანები, სექტემბრის ბოლოს მეოთხედი მილიარდის ქონებას დაკარგავენ და არაერთი ოჯახი საერთოდ უბინაოდ დარჩება.

ამის ფონზე, როგორ არ გავიხსენოთ, ხელისუფლების მიერ, ბიუჯეტიდან წინასაარჩევნოდ გამოყოფილი ნახევარი მილიარდი ლარი, რომელიც რეგიონების განვითარებას უნდა მოხმარდეს. სინამდვილეში კი, ამ თანხის მცირე ნაწილი ხმარდება რეგიონებს და მთავარი დარტყმა კვლავ დედაქალაქზე კეთდება. პროცენტულად ყველაზე მეტი ამომრჩეველი სწორედ დედაქალაქშია და ფულიც ყველაზე დიდი ოდენობით თბილისში იხარჯება. უფრო მეტიც, რეგიონების შტაბები წუწუნებენ, რომ ცენტრალური შტაბი თანხებს ბოლომდე წურავს, რეგიონებს ნაკლებად აძლევს ფულს და ყველაფერს დედაქალაქში „ტენის“. იმასაც გვეუბნებიან, რომ მერობის მეორე წრეზე წასვლის სანაცვლოდ, კალაძემ ისიც მოითხოვა, საარჩევნოდ სახარჯი ფულის 90% პარტიას მიეცა და მხოლოდ 10% ყოფილიყო მისი პირადი დანაზოგი. პარტია სიტყვას ასრულებს, თუმცა ამით დედაქალაქის გარდა ვერავინ ხეირობს, დედაქალაქის, სადაც არჩევნები ნამდვილ ომს დაემსგავსება და თითოეულ ხმაზე ნადირობა გაიმართება. რიგითი მოკვდავები კი… ახალ წლამდე პურს ერთი ხმის ფასზე ცოტა ნაკლები დაედება.

თეგები: ბანკები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved