• რეკლამა
  • კონტაქტი
07:47, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი ლარით განისაზღვრა სინამდვილეში სახალხო არტისტებისთვის ყოველთვიური სტიპენდია? – წულუკიანის უწყება

ალია ავტორი - ალია
15:39 11-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გია ჭანტურიას მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, სახალხო არტისტებისთვის სტიპენდია 300 ლარით განისაზღვრა და ასეთი არის სულ 30 ადამიანი. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სიცრუეს წარმოადგენს და გადაწყვეტილება სტიპენდიების გაცემასთან დაკავშირებით 118 არტისტს შეეხო და არა 30-ს როგორც ჭანტურიამ თქვა.

„ბუნებრივია, რომ კულტურის სფეროში ნებისმიერი დადებითი სიახლე აღიზიანებდეს ადამიანთა იმ ჯგუფებს, ვის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლების დროსაც, კულტურისა და სხვა სფეროს ღვაწლმოსილ მუშაკებს „ჩარეცხილებს“ უწოდებდნენ. სინამდვილეში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ნოემბრის N524 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება და სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის განსაზღვრული ყოველთვიური სტიპენდია გაიზარდა 400 ლარიდან 600 ლარამდე, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე გია ჭანტურიას მიერ ცრუ ინფორმაციაში მითითებული 300 ლარი. ამასთან, იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ეს ცვლილება შეეხო, არის 118 და არა 30, როგორც ამის შესახებ გია ჭანტურიამ განაცხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ადამიანთა უმეტესობა ღვაწლმოსილი, 70 წელს გადაცილებული პირები არიან“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ „ლიტერატურისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეებისათვის ყოველთვიური დახმარების გაცემის შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან კულტურის იმ მუშაკებს, რომლებიც დღემდე დახმარების სახით სამინისტროსგან ყოველთვიურად 250 ლარს იღებდნენ, ეს თანხა 400 ლარამდე გაეზარდათ.

„ყოველივე ეს მოწმობს, რომ კულტურის სამინისტრო, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ღვაწლმოსილი ადამიანები მეტად დაფასდნენ. ცხადია, ეს არ არის საკმარისი, მაგრამ სახელმწიფოს რესურსიც შეზღუდულია და სწორედ ამიტომ, კულტურის სფეროში ეტაპობრივად ხორციელდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც კულტურის მუშაკების დაფასებასა და მათ სოციალურ უზრუნველყოფას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: თეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved