• რეკლამა
  • კონტაქტი
06:53, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამდენად პატარა უნდა იყოს ადამიანი, რომ წელიწადი არ დაავიწყდეს „ვიღაც ბიჭის“ გინება…”

ალია ავტორი - ალია
16:54 06-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება:

„შარშან გაბუნიას მონოლოგი სამი რამის გამო არ მომეწონა, – მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ჩვენი მთავრობა რბილად რომ ვთქვათ გულზე არ მეხატება, უცხო ქვეყნის ტელევიზიამ რომ ეგეთი სიტყვებით მოიხსენიოს, იმ ქვეყანაზე და ტელევიზიაზე ვიტყვი, რომ ბანძები არიან და არ მომწონს როცა ჩვენზე შეიძლება იგივე აზრი გაუჩნდეს ვინმეს, როცა ეს ოფიციალურად ხდება და არა კერძო ლაპარაკში ან გულში რას ვფიქრობთ მტერზე. მტერზე უარესიც უნდა იფიქრო, ვინც არ ფიქრობს, იმას უფრო აკლია, მაგრამ მტრობასაც აქვს თავისი „კარგი მანერები“, რასაც მე ვაფასებ, სხვისთვის შეიძლება სულერთი იყოს.

მეორე ის, რომ საშინელი რამ მოხდა, გავრილოვის გამო ბავშვები დაასახიჩრეს და გაბუნიას სიტყვების შემდეგ, მთელი ყურადღება მისკენ წავიდა, როგორც ჩვენ ხალხს ჩვევია, მთავარ არსზე, თუნდაც თავიანთ რეალურ გასაჭირზე ფოკუსის გასწორების ნაცვლად, ვიღაცის ერთ სიტყვაზე, ან ხუმრობაზე, ან ვიღაცის ოჯახის სასამართლო გარჩევაზე სრული ემოციური განმუხტვა და ნამდვილი, წინ მდგარი პრობლემების „გაქრობა“.

მესამე, – იმ მომენტში ჩვენი მთავრობისკენ უნდა წასულიყო მთავარი გაფრთხილება და ბრაზი, რადგან მათ დაპატიჟეს გავრილოვი, მათ გაგვიბედეს და არა პუტინისკენ და ეს ფოკუსიც გადაიხარა.

დღეს რათქმაუნდა, საერთოდ არ მაინტერესებს, “ჩემი გემოვნებისთვის” მოსაწონი იყო თუ არ იყო რომელიმე სიტყვა. რამდენად პატარა უნდა იყოს ადამიანი, რომ წელიწადი არ დაავიწყდეს „ვიღაც ბიჭის“ გინება და მკვლელობა შეუკვეთოს, ან გვაჩვენოს, რა ყოჩაღია, რომ „გინებას არ შეიწერს და ჭკუით იყავით ქართველებოო” გვითვლის. რუსებს რომ ჰგონიათ, კარგად გვიცნობენ, სადღაც იქ ცდებიან, სადაც სრულიად ირაციონალურები და გაუთვლელები ვართ. მშიშარას გარდა ყველაფერია ქართველი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved