ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში წერს:
,,ვხედავთ, რამდენი აქოთებული ჩეჩმაა გარშემო!!!
პლანეტის ლამის ყველა ქვეყნიდან ერთვებიან ქართველები პირდაპირ სატელევიზიო ეთერში და დაწვრილებით აღწერენ იმ ურთულეს ვითარებას, რომელიცაა იმ ქვეყნებში, სადაც ამჟამად ბინადრობენ. მათი საუბრის მთავარი ლაიტმოტივი თითქმის ერთიდაიგივეა: საავადმყოფოები იმდენადაა გადატვირთულო, რომ პაციენტებს ვეღარ იღებენ, შინ ტოვებენ და თუ რომელიმე ექიმს ხმა მივაწვდინეთ, დიდი გამართლებააო… და ასე შემდეგ.
და ჩვენში რა ხდება?! ჩვენი კორიფე მედიკოსები და ჩვენც, მთელი სოციუმი, ზედმიწევნით ვეცნობით თითოეული დაინფიცირებულის მდგომარეობას (კლინიკაში მიყვანამდე, მიყვანისას, იქ ყოფისას, გამოწერის შემდეგ) და სათითაოდ ვუბერავთ სულს თითოეულ მათგანს! ასე არ არის?! თუ ვტყუი?!
და მაინც: ადგილობრივი ”გაერთიანებული ჩეჩმები” მაინც სტარტზე დგანან! მორიელებივით აუწევიათ კუდები და ერთი სული აქვთ, რომ თავში ჩაუნისკარტონ საკუთარ ქვეყანას! ქართველ ექიმებს! კვანწი დაუდონ! ხელები გადაუგრიხონ! გასწიონ მათი დისკრედიტაცია და თუ გაუმართლათ, ბოლომდე გაანადგურონ კიდეც! რამდენ ბინძურს და მახინჯს იტევს ეს პატარა ქვეყანა, თურმე! რამდენი აქოთებული ჩეჩმაა გარშემო!
კომენტარები