• რეკლამა
  • კონტაქტი
08:35, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რამ გამოგაზელენსკათ ასე?! როგორ არის უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენი ომი?!“ – კახა მიქაია

ალია ავტორი - ალია
19:00 12-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,431
სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია:
„წინასწარ ვიხდი ბოდიშს იმ ტექსტისთვის, რომელიც ახლა უნდა დავდო ჩემ ფეიბუქ-გვერდზე.
საქართველოში გლოვის დღეებია!!!
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა თუ არა ბახმუტთან დაღუპული ქართველების ხსოვნის საპატივცემლოდ გლოვა ქვეყანაში!!!
სწორედ ასეთ სტილში და ასეთი შინაარსის ტექსტი მინდა მივუძღვნა მათ, ვინც ბახმუტთან დაღუპულ ქართველებს ,,ქილერებს” და ,,ფულზე გაყიდულებს” უწოდებს…
ვისაც მიაჩნია, რომ ბახმუტთან დაღვრილი სისხლი ჩვენი თავისუფლებისთვის დაღვრილი სისხლი არ არის და აგრძელებს ჩვენი გმირების ძაგებასა და, რაც კიდევ უფრო ამაზრზენია, უტიფრად ფარისევლობს…
პრემიერად წიდებულმა, ივანიშვილის მდივანმა ღარიბაშვილმა კი, დღეს, ქართველი მეომრების შეურაცხყოფის პიკს მიაღწია და მათ ნაცების მიერ რუსეთ-უკრაინის ომში წაყვანილი ,,საწყალი ბიჭები” უწოდა…
არადა, სწორედ უკრაინაში გადის ჩვენი ბრძოლის ხაზი და სწორედ ეს ბიჭები იბრძვიან და ეწირებიან ფრონტის წინა ხაზზე უკრაინისა და, პირველ რიგში, საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული მომავლის იდეას.
მარადიული ხსოვნა საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინაში დაღუპულ ქართველებს!!!
დიდება გმირებს!!!
ციკლიდან: ,,გაბლატავებული” ზელენსკი და ,,გამოზელენსკებული” საზოგადოება.
კაცო, რით ვერ გეიგეთ ამდენი ხანი?!
მოიცა, და…
ახლაც არ შევა მაგ თქვენს გახურებულ თავებში, როცა თბილისის მერმა მთლად საახალწლო სლოგანად შემოგთავაზათ: ,,თბილისი მშვიდობის ქალაქიო”, რომ ჩვენ ,,მშვიდობის” მოყვარული ერი ვართ!!!
არ გვინდა ომი და დავიდარაბა!!!
,,მშვიდობაა” ჩვენი მთავარი ღირებულება!!!
დიახ, ჩვენ ,,მშვიდობა” გვირჩევნია ომს!!!
ჩვენ ,,მშვიდობა” გვირჩევნია თავისუფლებას!!!
ჩვენ ,,მშვიდობა” გვირჩევნია ქვეყნის დამოუკიდებლობას!!!
ჩვენ ,,მშვიდობა” გვირჩევნია საკუთარი ღირსების დაცვას!!!
ხო, თქვენ გეუბნებით და აქვე გეკითხებით, დიახ, თქვენ, უკრაინელების ომი ჩვენი ომიც არისო, რომ დაგიღიათ პირი, იმათ…
რამ გამოგაზელენსკათ ასე?!
როგორ არის უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენი ომი?!
როცა ყველა ,,მშვიდობისმყოფელმა” იცის, რომ
ეს პუტინი კი არ გეგმავდა სამ დღეში კიევის აღებას…
არა, ბატონო!!!
პირიქით, ზელენსკის ჰქონდა იმედი მოსკოვის სამ დღეში აღების!!!
ეს პუტინს კი არ გადაულახავს უკრაინის საზღვარი…
არა, ბატონო!!!
პირიქით, ზელესკი მოულოდნელად თავს დაესხა მშვიდად მძინარე რუსეთს!!!
ეს პუტინი კი არ ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას და ენერგოობიექტებს…
არა, ბატონო!!!
პირიქით, ეს ,,სისხლიანი” და ,,კლოუნი” ზელენსკი ,,ანადგურებს რუსეთს და მის მშვიდობიან” მოსახლეობას…
და რაც მთავარია, ამ ,,სისხლიან” ზელენსკის ,,მშიდობისმოყვარე და ბუნჩულა” რუსეთის წინააღმდეგ, სწორედ ,,გაიძვერა და ,,პირსისხლიანი” დასავლეთი ,,აქეზებს”…
და საერთოდ, ომი უკრაინის ტერიტორიაზე კი არ მიმდინარეობს…
არა, ამხანაგებო!!!
ომი კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძვინვარებს…
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენი ,,მშვიდობის უკეთ დასაცავად”
დადგა დრო, ,,მშვიდობის მტერ და ომის მაპროვოცირებელ” ამერიკელებთან ბრძოლის გამოცდილების გასაზიარებლად და დაპირისპირების მასშტაბის გასაფართოებლად მოხდეს ,,ხალხის ძალის” ინტერნაციონალიზაცია და ,,ხალხის ძალაში” გაწევრიანდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ,,მოღვაწე,” ,,ეროვნული ცნობიერებისა” და ანტიდასავლური გამონათქვამებით და განწყობებით გამორჩეული ლიდერები, ,,მშვიდობის მტრედები”: რამზან
კადიროვი და ალექსანდრე ლუკაშენკო…
რას იტყვით?!
განსაკუთრებით იმ ლუბიანკელ ბიჭებს მოგმართავთ, რომელთაც ბიძინას საქართველოში, ამერიკელებთან პარტნიორული ურთიერთობების პრეტენზიები რომ გაგჩენიათ…
ისე, რად გინდათ, ამ ამერიკელებთან პარტნიორული ურთიერთობები, ჯიგრებო?!
ვისთან გინდათ პარტნიორობა, კოლექტიურ დასავლეთთან, რომელიც ,,ზელენსკისკის ხელით” ბედავს და ,,მართლმადიდებლობას ებრძვის” და უკრაინის ეკლესიაში ,,მოღვაწე”, რუსული უშიშროების ,,ღირსეულ და დამსახურებულ” აგენტებს ამხელს?!
თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ, ტოო?!
ვერ ხედავთ?!
ბიძინას დატოვებული სისტემა ჩინეთის კედელივით რომ აღიმართა საქართველოს ,,მტრის და ლიბერასტი აგენტების” წინააღმდეგ?!
ხოოო და როცა
პუტინი ჩვენთან არის, ბატკა ლუკაშა ჩვენთან არის,
დონ დონი ჩვენთან არის, პატრიარქი კირილი ხომ არის და არის და…
დროა
ამ ,,მშიდობისმოყვარე” ხალხმა, ერთიანი ძალისხმევით შევუტიოთ ,,ლიბერასტულ” დასავლეთს, რომელიც
,, ჩვენ მშვიდობას ემუქრება… ხო, ქართველობასთან და მართლმადიდებლობასთან ერთად”…
,,მ შ ვ ი დ ო ბ ა” უპირველეს ყოვლისა!!!
გავანათოთ ,,მ შ ვ ი დ ო ბ ი ს” საახალწლო ნაძვის ხე…“
თეგები: კახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved