• რეკლამა
  • კონტაქტი
15:30, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამ დაუკარგა აზრი რუსულ ბირთვულ შანტაჟს და რატომ შეიძლება არ დაიწყოს უკრაინელების შეტევა? – შეიძლება თუ არა ომის საბოლოო შედეგის პროგნოზირება?

ალია ავტორი - ალია
15:38 06-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,864
თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე:
რა ხდება უკრაინაში, როგორია რუსეთ-უკრაინის ომში ძალთა თანაფარდობა, რას უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში და შეიძლება თუ არა ომის საბოლოო შედეგის პროგნოზირება?
უკრაინა:
მმართველი პოლიტიკური გუნდი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიო ქვეყნების ლიდერებსა და პოლიტიკოსებს შორის, აქვთ უპირობო მხარდაჭერა უმეტეს ქვეყნებიდან, პოპულარობით სარგებლობენ უბრალო მოსახლეობაში. მათ მიერ წარმოებული პოლიტიკა იმაზე ნაკლებ კრიტიკას იღებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
უკრაინის ბრძოლა რუსეთთან – ბრძოლების წარმოების მაქსიმალურად (შესაძლებლობის მაქსიმუმი) ჰუმანიზაციის, საინფორმაციო მხარდაჭერის პროპაგანდისტული ნაგავისგან თავისუფლების, ჰუმანიტარული საკითხებსა და ომის საჭიროებას შორის გონივრული ბალანსის გამო – მაქსიმალურად რომანტიზებულია და ჰეროიკული მითოლოგიზაციის გარკვეული ელემენტებსაც კი შეიცავს.
რუსეთი:
მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების მცდელობა ჩავარდა, ტრადიციულად მეგობარ ქვეყნებს შორისაც არ მოიძებნა ლიდერები, რომლებიც პირდაპირ სამხედრო მოკავშირეობაზე განაცხადებდა თანხმობას. რუსეთი აღიარებული ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად, ქვეყნის პირველი პირი სამხედრო დამნაშავეა და გაცემულია დაკავების სანქცია, რუსული პოლიტიკა შეფასებულია როგორც ფაშიზმის რუსული ნაირსახეობა რაშიზმი. რუსეთის მიერ წარმოებული საბრძოლო მოქმედებები ხასიათდება სამხედრო დანაშაულის ნიშნებით და ძირითადად მიმართულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებით (რაც იწვევს დიდ მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში) გზით აიძულოს უკრაინელები უარი თქვან ბრძოლის გაგრძელებაზე. საინფორმაცი მხარდაჭერის უზრუნველყოფა ხდება პროპაგანდის გზით, აგრეთვე სხვა ქვეყნების ნაყიდ ექსპერტებისა და ჟურნალისტების მხარდამჭერი მასალებით (თუმცა ვერ ქმნის ტენდეციებს, რაკი იქაც ძირითადად მდარე პროპაგანდაზეა გაკეთებული არჩევანი). აღმოჩნდა, რომ რუსული პროპაგანდა იმაზე მოძველებული და არაეფექტურია როგორც რუსული სამხედრო მანქანა.
სამხედრო კომპონენტი:
რუსეთის შიარაღებულმა ძალებმა დაკარგა შეტევის პოტენციალი და ძირითადი იმედი თავდაცვითი ბრძოლების წარმატებული წარმოებაა. შეტევითი პოტენციალის აღდგენის ნიშნები არ ჩანს. ამ ნიშნების გამოჩენის იმედიც კი თეორიულად ვერ საბუთდება (წარმოების გადასვლა სამხედრო რელსებზე, პერსპექტიული საბრძოლო სისტემების წარმოების დაწყება (სრული ციკლით) და წარმოების გათანაბრება დანაკარგებთან, წარმოების მიერ დანაკარგზე რამდენჯერმე მეტი პროდუქციის გამოშვება).
რუსების მიერ ბრძოლაში გამოყენებულმა უანალოგო საბრძოლო სისტემებმა (ისკანდერი, კინჯალი, არმატა) ან სრული ფიასკო განიცადეს ან მინიმალური გავლენაც კი ვერ მოახდინეს ლოკალურ ბრძოლების ბედის გადაწყვეტისას. კინჯალის ჩამოგდებამ საერთოდ დიდი ეჭვი გააჩინა ბირთვული ქობინების მიტანის საშუალებების ეფექტიანობაში, რამაც საერთოდ აზრი დაუკარგა რუსულ ბირთვულ შანტაჟს.
რაც მთავარია, რუსეთი ვერ ახერხებს სარეზერვო დაჯუფების შექმნას, უკრაინის მოსალოდნელი შეტევის ფონზე. თანაც ომის მოუმზადებელი დაწყების გამო, ხარვეზებია დანაკარგების შევსებაში, შეფერხებებია სარეზერვო დაჯგუფების შექმნაში და რაც მთავარია, გაჩნდა მწარე აუცილებლობა, რუსეთის სიღრმეებისკენ მიმავალი სტრატეგიული მიმართულებების საბრძოლო ქვედანაყოფეფით დაცვისა. არის თეორიული ალბათობა, რომ რუსეთის სიღრმეში ეროვნული უმცირებობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში გაჩნდეს საბრძოლო ქვედანაყოფებით სიტუაციის შენარჩუნების აუცილებლობა. ამ გამოწვევებს ვერც სამხედრო სამრეწველო კომპლექსი და ვერც სამობილიზაციო სისტემა ვერ უმკლავდება, შესაბამისად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ნაპრალების ამოქოლვითაა დაკავებული და ომში გარდატეხვის შეტანის არავითარი პოტენციალი არ გააჩნია არც დღეს და ვერ ექნება ვერც სამომავლოდ. სიტუაციის კომიკურობა იმაშია, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა კარგად ათვითცნობიერებს, რომ თავდაცვით ბრძოლებში დროის მოგებაც კი საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს, იმიტომ რომ ამ დროში ახალი ძალების შექმნა ვერ ხერხდება.
უკრაინა:
მიუხედავად საბრძოლო მოქმედებებისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძლებმა წარმატებით განახორციელეს ბრძოლაში ჩართული საბრძოლო ქვედანაყოფების აღჭურვის პროცესი და ზურგში შექმნეს 120-150 ათასიანი სარეზერვო კონტიგენტი, რომელიც მთლიანად ნატო-ს შეიარაღებით და საბრძოლო სისტემიითაა აღჭურვილია. კარგად ორგანიზებული – ბრძოლა, დასვენება, შევსება, ბრძოლა – ტაქტიკის გამო შენარჩუნებულია ბრძოლაში ჩართული ქვედანაყოფების მაღალი საბრძოლო შესაძლებლობები. ანუ, უკრაინას რეზერვში ყავს კონტიგენტი რომელიც მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება დაგეგმილ შეტევაში, ასევე, დაახლოებით იმავე რაოდენობის კონტიგენტი რომელიც წარმოადგენდა ფრონტის რეზერვს. აგრეთვე გენერალურ შეტევას მხარს დაუჭერს დაახლოებით 200-250 ათასი რიცხოვნობის ძალები, რომლებიც ფრონტის ხაზე იმყოფებიან და შენარჩუნებული აქვთ ბრძოლისუნარიანობა; უკრაინას აქვს შესაძლებლობა გაზარდოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა, მაგრამ უფრო გონივრულია და ასეც ხდება, არსებული რაოდენობის ფარგლებში აქცენტი გაკეთდეს ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნების ხანგრძლივობაზე, რაც დადებით შედეგს იძლევა გამოცდილების დაგროვებისა და მოწინააღმდეგეზე ზემოქმედების ეფექტურობის კუთხით.
მოსკოვზე დრონებით და ბელგოროდზე ცოცხალი ძალით დარტყმების საპილოტე ( საცდელი) პროექტის წარმატებულობის შემდეგ მომავალი შეტევის გადაწევას რაიმე ხელშესახები მიზეზი აღარ აქვს, თუ არ ჩავთვლით, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა ელოდება სამხედრო დახმარების ახალი ტრანშების რეალიზებას, რათა შეტევის მიმდინარეობის დინამიკა არ იყოს დამოკიდებული მომარაგების შემთხვევით შეფერხებებზე. გასაგებია, რომ შეტევის დაწყების შემდეგ მომარაგების ტემპეპი არანორმალურად გაიზრდება და არავინ იცის, რა ხარვეზი მოყვება სამხედრო ტვირთების გადასროლების ძალიან მაღალ ტემპეპს. ამიტომ ჯობია მაქსიმალურად დასაწყობდეს ის აუცილებელი მარაგები, რომლებიც უზრუნველყოფენ შეტევის მაღალ სიჩქარეს.
როგორც წესი, ომში და ბრძოლაში გადამჭრელი მნიშვნელობა ყოველთვის რაოდენობას ჰქონდა, იშვიათ შემთხვევებში, როდესაც კარგი მართვით შესაძლებელი იყო მანევრით ან მებრძოლების უკეთესი მომზადებით მოწინააღმდეგის რაოდენობრივი უპირატესობის ფაქტორის განეიტრალება. მაგრამ ახლა უკრაინაში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ტექნოლოგიურმა უპირატესობამ ერთ არმიას (უკრაინის) მისცა შესაძლებლობა, ძალების ფორმირებისას რიცხოვნობა მიაბას სამოქმედო სივრცის პარამეტრებს და საერთოდ არ გაითვალისწინოს მოწინააღმდეგის (რუსეთის) რიცხოვნობა.
რა თქმა უნდა არსებობს ალბათობა რომ უკრაინელების შეტევა შეიძლება შეფერხდეს. შეფერხდეს კი არა, არც დაიწყოს. არ დაიწყოს რუსების მიზეზით. თუ შეტევის დაწყებას, რუსეთის ჩამოშლა დაასწრებს დროში.”
თეგები: გიორგი თავდგირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved