• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაის ევროპა ვართ ჩვენ? აღარც საქართველო ვართ საუბედუროდ, რუსეთია ეს; ბილწი, უზრდელი და უღმერთო რუსეთი” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
14:55 03-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,663
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული: 
“რატომ ამდენი ძალადობა ამ პატარა ქვეყანაში?
ძალადობის ენა და სკაბრეზი ოფიციალური თანამდებობის პირებისაგან საქართველოსათვის სოციალურ სტანდარტად იქცა. გაგიგიათ, რომელიმე ნორმალური ქვეყნის, დემოკრატიული საზოგადოების ოფიციალური წარმომადგენლებისაგან საჯარო მუქარა ან ლანძღვა-გინება?
წარმოგიდგენიათ მაგალითად რომელიმე ევროპული ქალაქის მერი თავის მოქალაქეებს ქალაქის ამაღლებულ ადგილზე აგზავნიდეს გამოსაქანებლად და მის ერეგირებულ პენისზე დასასკდომად? წარმოგიდგენიათ რა მომავალი ექნებოდა რომელიმე ევროპული ქვეყნის პრემიერს ან შინაგან საქმეთა მინისტრს, თუნდაც ეჭვმიტანილი რომ ყოფილიყვნენ არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობაში?
წარმოგიდგენიათ პარლამენტარები ან კონგრესმენები, რომლებიც მოქალაქეებს საჯაროდ აგინებენ და ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით?
ეს ნორმალური არ არის, ძვირფასო თანამემამულეებო. ეს კლინიკური პათოლოგიაა; დაავადებაა, რომელიც წამლავს მთელ ერს; ძალადობრივ არანორმალურობას ავრცელებს და სტანდარტად, ჩვეულებრივ მოვლენად ამკვიდრებს.
ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირები ზრდილობიანი ხალხია, კლასიკურად აღზრდილები და გაწვრთვნილები; ისინი არაფერს გვეტყვიან; არც შეიმჩნევენ ჩვენს უზრდელობას, მაგრამ ჩვენ? ჩვენ რა გვჭირს?
რატომ გავხადეთ უზრდელობა, სიბილწე, სისასტიკე, სიმდაბლე ნორმად და სტანდარტად?
რატომ უნდა ბედავდნენ მოქალაქეების ფულით დაქირავებული სახელმწიფო მოხელეები უზრდელობას?
წამლავს ეს ქვეყანას; ფსიქოლოგიურად ანადგურებს. ძალადობას და სისასტიკეს ახალისებს და ამკვიდრებს; პირველყოფილ საზოგადოებაში გვაბრუნებს.
რატომ ვაძლევთ ამის უფლებას?
რაის ევროპა ვართ ჩვენ?
აღარც საქართველო ვართ საუბედუროდ.
ქართველები ზრდილობიანი ხალხი იყო.
რუსეთია ეს; ბილწი, უზრდელი და უღმერთო რუსეთი; ქვეყანა კი არა, იდეოლოგია, კონცეფცია და სული.”
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved