• რეკლამა
  • კონტაქტი
01:16, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაღაცაზე გარიგდნენ “ენმ”–ი და “ოცნება”, დარწმუნებული ვარ” – ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:24 10-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

გენერალური პროკურორის არჩევის წესისი კანონპროექტი კრიტიკის საგანი გახდა.

პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტში ფასილიტატორების ინიციატივით მოხვდა.

კანონპროექტს მხარს არ უჭერენ “მოქალაქეები”.

პარტიის ლიდერი ალეკო ელიაშვილი:

“ინიციატივა ვისი იყო არ ვიცი, მაგრამ ეს არის გარიგება “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის. კითხვები დაუსვით “ნაციონალურ მოძრაობას”. გამოდიოდნენ და იძახდნენ, რომ სამართლებრივად ასეთი გაუმართავი კანონი არ არსებობს, რატომ დაუჭირეს მხარი?! სად წერია მიშელის დოკუმენტში?! – ჩვენ თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავით ამ მუხლის, იმიტომ რომ გენერალური პროკურორის არჩევის წესი გაცილებით უკუღმართი გახდა, ვიდრე იყო მანამდე. შარლ მიშელის დოკუმენტში “ქართული ოცნება” არაფერს მხარს არ უჭერს და ამაზე ორივე [ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება] რომ ამბობს არის არსებული მდგომარეობის გაუარესება და ანტისამართლებრივი აქტი, რატომ გადაფიჩინდნენ ამაზე?! რაღაცაზე არიან გარიგებულები დარწმუნებული ვარ.”

ენმ-ში კი აცხადებენ, რომ რადგან შარლ მიშელის დოკუმენტში აღნიშნულ კანონზე ხელმოწერა არსებობს, ხელისუფლება იძულებულია კანონპროექტი მიიღოს.

 

ცნობისთვის, პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდი მის მიერვე ინიცირებულ საკონსტიტუციო ინიციატივას აკრიტიკებს და როგორც აცხადებს, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შემოთავაზებულია მოდელი, რომელსაც არავითარი საუკეთესო ევროპული გამოცდილება არ გააჩნია. მათივე განცხადებით, ეს არის კონსტიტუციურ-სამართლებრივი და სისხლის სამართლის პოლიტიკის გაგებით უკიდურესად გაუმართავი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე ცვლილება.

ცნობისთვის, პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ანუ 90 ხმით აირჩევს. თუ აღნიშნული წესით პარლამენტი გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით მოხდება. ამ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა იქნება ერთი და არა ექვსი წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული. ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის არჩევისას მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved