• რეკლამა
  • კონტაქტი
01:57, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაღაც უცნაურობა ხდება” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:13 02-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, ბოლო დროს ლარი გამყარდა, მაგრამ ამავდროულად, ფასები ისევ გაიზარდა, თითქმის ყველა სახის პროდუქტზე. ლარი როცა მყარდება, სულ მცირე, ფასები არ იზრდება. რა უცნაურობასთან გვაქვს საქმე და ყველა უბედურება ჩვენ რატომ გვჭირს?

– მოდით, ასე ავიღოთ, რომ ეს იყო ორმაგი დარტყმა. საქართველოს  მოსახლეობის დიდი ნაწილი, უცხოეთიდან გადმორიცხული ფულით არსებობს. ფასები იზრდება, იმ გადმორიცხული ფულის მსყიდველობითი უნარიანობა მცირდება. თითქოს ლარის გამყარება კარგი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ორმაგი პრობლემა. ამით  ვერ სარგებლობს ვერც ის, ვინც ლარში იღებს შემოსავალს, რადგან ფასები იზრდება და მათი მდგომარეობაც უარესდება და ვინც გადმორიცხული მყარი ვალუტით სარგებლობდა, მათი მდგომარეობაც გაუარესდა, რადგან ახლა, დავუშვათ, 100 დოლარს რომ ცვლიან ლარზე, უფრო ნაკლები ლარი მოსდით, ვიდრე ადრე. რთული და მძიმე ვითარებაა. ამას აქვს თავისი ობიექტური საფუძვლები, გლობალური ეკონომიკური პრობლემები, ლოჯისტიკური პრობლემები და ა.შ. თუმცა, რაც ხდება საქართველოში, მაინც უპრეცენდენტოა, ჩემი აზრით. ჯერ არ გამიგია, ეროვნული ვალუტა სადმე გამყარებულიყოს და პარალელურად, ამავდროულად, ფასები თითქმის ყველა სახის პროდუქციაზე გაზრდილიყოს. ასეთ დროს, სულ მცირე, უნდა შეჩერდეს ფასების ზრდა და ლოგიკურად, უნდა შემცირდეს, ფასებმა დაიწიოს. ამას აქვს ძალიან სერიოზული მიზეზები. საიდან არის ვალუტის შემოდინებები, რომლითაც ბალანსდება ვალუტაზე მოთხოვნილება. აქ სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება. იმდენად დახურულია ეს ინფორმაცია, რომ მე გამიჭირდება სრული ანალიზის  გაკეთება ამ ინფორმაციის გარეშე. ფაქტია, რომ საიდანღაც, რაღაც თანხის სავალუტო შემოდინებები წარმოებს. რამდენად ლეგალური გზით შემოდის ეს ვალუტა, ეს არის გასარკვევი. ქეშით მოდის თუ გადმორიცხვები კეთდება, ვერ გაიგებ. მართლა რაღაც უცნაურობა ხდება. რაღაც პერიოდის შემდეგ მეტი სიცხადე გვექნება, მეტი ინფორმაცია და ამ უცნაური, სუფთა ქართული ფენომენის ახსნაც შესაძლებელი გახდება.

– „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ერთი იდეა თუ ინიციატივა  წამოაყენა. საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის  20 პროცენტით, სახელმწიფომ კრიპტოვალუტა შეიძინოს, დაარეზერვოს და მომავალში სოლიდურ მოგებას ნახავსო. თქვენ რას იტყვით ამაზე?

– დიდი ბოდიშით, რა! სახელმწიფო კრიპტოვალუტით თამაშობდეს, სავალუტო ბირჟებზე თამაშობდეს, მე  ამის წინააღმდეგი ვარ. კი, თავად გიორგი ვაშაძემ კრიპტოვალუტის შეძენით პირად წარმატებას მიაღწია და ეს კარგია, ღმერთმა ხელი მოუმართოს! ეს მისი პირადი საქმეა. ამის განზოგადება, სახელმწიფოზე გადატანა და რაღაც სახელმწიფო პროგრამად გამოცხადება მართებულად არ მიმაჩნია. სახელმწიფო სახელმწიფოა და არა კერძო  კომპანია,რომელმაც ბირჟაზე უნდა ითამაშოს. გარდა ამისა, სახელმწიფოში საფინანსო სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე, რასაც კრიპტოვალუტა და მისი ბაზარი არ გულისხმობს.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved