• რეკლამა
  • კონტაქტი
22:09, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა ვქნათ ახლა მეტი მე და ძაღლმა?!” – რას წერს მირიან ნიკოლაძე?

ალია ავტორი - ალია
14:05 08-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“სიმართლე გითხრათ, რადგან საქმეზე ყველა მნიშვნელოვანი გარემოება ამოწურულია და მკვლელები დადგენილები არიან, აღარც “ბოტასა”-ს ნერვები მაქვს და აღარც “რემბო-თამაზა”-სი, მაგრამ დღეს ერთმა ძალიან გონიერმა ჟურნალისტმა კვლავ შემახსენა ეს ისტორია და რადგან მკითხა: “ბატონო მირიან, ხომ არ იცით სად წავიდა ძაღლის მიერ კვალის აღების ამსახველი დოკუმენტებიო”, იძულებული ვარ კიდევ ერთხელ განვმარტო და იმავდროულად, მოვახდინო ზუსტი ციტირება თუ რა გარემოებები გამოიკვეთა ოთხფეხა მეგობრის ძალისხმევით:

1. ჩემი ხელწერილი გიორგის სპორტული ფეხსაცმლის ჩაბარების შესახებ განთავსებულია I ტომის 279-ე გვერდზე;

2. შემდეგი გვერდი (280 ) უჭირავს ამავე სპორტული ფეხსაცმლიდან სუნის ნიმუშის აღების ოქმს;

3. აღნიშნულ ოქმს მოსდევს “ადგილმდებარეობის დათვალიერების” ოქმი (284 გვ). ზოგიერთი ციტატა მითითებული ოქმიდან: “მდინარე არაგვის ხიდის ქვედა ტერიტორიაზე, ექსპერტ-კინოლოგის გიორგი ვადაჭკორიას მიერ, სამძებრო ძაღლით აღებულ იქნა გიორგი შაქარაშვილის სუნის ნიმუში”.

ახლა ვნახოთ სუნის მიხედვით საით მიემართება ძაღლი:

“სამძებრო ძაღლი გადავიდა საავტომობილო გზის გვერდულა მოაჯირზე და ბილიკის საშუალებით ჩავიდა მდინარე არაგვთან” ბილიკის დამთავრების შემდეგ, მდინარის ნაპირამდე ძაღლმა “დაიწყო სვლა მდინარე არაგვის ნაპირამდე. შემდეგ მოტრიალდა და გააგრძელა სიარული მდინარე არაგვის ნაპირიდან გზაზე ასასვლელ ბილიკზე, რომელი ბილიკის საშუალებითაც გზიდან ჩავიდა მდინარე არაგვის ნაპირამდე”.

საბოლოო ჯამში, ძაღლი ამოდის უკან და წყვეტს მოძრაობას “ხიდის ქვეშ არსებულ საავტომობილო გზაზე”. ამ ტრაექტორიის განმარტებას არ სჭირდება დიდი კინოლოგობა, ფაქტია, რომ ძაღლის აღებულმა გეზმა დაადასტურა გიორგის ჩასვლა, როგორც გზიდან დაშვებულ ფერდობზე, ასევე მისვლა არაგვის პირას.

კი ბატონო, კინოლოგია არაა ზუსტი მეცნიერება და ძაღლის უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული, მაგრამ რაც საქმეში 20 ივნისის შემდეგ დევს და კიდევ იწვევს კითხვებს, მხოლოდ იმაზე მოგახსენეთ.

რა ვქნათ ახლა მეტი მე და ძაღლმა?!”

თეგები: მირიან ნიკოლაძეშაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved