• რეკლამა
  • კონტაქტი
18:26, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ვიცით დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ახალი ალიანსის შესახებ

ალია ავტორი - ალია
11:03 02-02-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე, გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია რომ შეიქმნება ახალი ალიანსი, რომელშიც შევლენ დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და უკრაინა. ამ ცნობას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და ისაუბრა 4 ფაქტზე, რომელთა გაზიარებაც ამ ეტაპისთვის შეუძლია. 

კულებას თქმით, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ინფორმაციამ ამ ალიანსის შესახებ საჯარო სივრცეში გაჟონა და მან აჟიოტაჟიც გამოიწვია. 

“ასეთი სამმხრივი თანამშრომლობის დაწყების ინიციატივა უკრაინამ გასული წლის ოქტომბერში გამოთქვა (სიმართლე რომ ვთქვა, სამწუხარო იყო იმის დანახვა, როცა პირველმა უკრაინელმა კომენტატორებმა ეს ინიციატივა ავტომატურად მიაწერეს ჩვენს პარტნიორებს. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ – გჯეროდეთ თქვენი სახელმწიფოსი). მადლობელი ვარ ჩემი კოლეგებისა და მეგობრების ლიზ თრასისა და ზბიგნევ რაუს მიმართ. ისინი ცოცხლად გამოეხმაურნენ [ინიციატივას] და დაიწყო სამი ქვეყნის საგარეო სამინისტროების სამმხრივი მუშაობა, რომელშიც თითოეულ ქვეყანას თანაბრად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს”, – წერს დმიტრო კულება პირველი ფაქტის სახით. 

დმიტრო კულებას თქმით, ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსი არის უკრაინის ბოლოდროინდელი მცირე ალიანსების შექმნის საგარეო პოლიტიკის ნაწილი.

“ეს ახალი ფორმატი არის ჩვენი პატარა ალიანსების, როგორც აქტიური საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილი. მათ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში. შეგახსენებთ: არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მომავლისთვის, როცა ევროკავშირისა და NATO-ს წევრები გავხდებით. ეს ყველაფერი ჩვენ დღეს გვესაჭიროება. ამიტომაც, ჩვენ დღესვე ვაღწევთ ფაქტობრივ გაძლიერებას მეგობარ და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნებთან მცირე ალიანსების შექმნით. ჩვენ ვქმნით უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სარტყელს და ვაძლიერებთ ბალტია-შავი ზღვის ღერძს. ასე შეიქმნა ლუბლინის სამკუთხედი პოლონეთთან და ლიტვასთან, კავშირი თურქეთთან, ასოცირებული სამეული საქართველოსთან და მოლდოვასთან. ყველა მათგანი წარმატებით ვითარდება, ხდება უფრო ღირებული და უკვე უკრაინისთვის კონკრეტული სარგებელი მოაქვთ”, – აღნიშნა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ალიანასი დაფუძნებულია ქვეყნებს შორის არსებულ საერთო პრინციპებზე.

“ახალი ფორმატი არაა გადაჯაჭვული ადგილობრივ გეოგრაფიასთან. ეს არის გართიანება ქვეყნებისა, რომლებიც იზიარებენ საერთო პრინციპებს, ცდილობენ უსაფრთხოების განმტკიცებას,  ვაჭრობის განვითარებას, მზად არიან კონკრეტული ქმედებებისთვის. ვარშავას, კიევსა და ლონდონს გააჩნიათ არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების საფრთხეების რეალისტური გააზრების უნარი და სტრატეგია რუსეთის გამოწვევების წინააღმდეგ, არამედ სამმხრივი თანამშრომლობის დიდი პოტენციალი ვაჭრობის, ინვესტიციის, ენერგეტიკის, მათ შორის განახლებადი ენერგეტიკის დარგებში. ატლანტის, ბალტიის და შავ ზღვებში ძალების გაერთიანებით ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის”, – ამბობს კულება.

დმიტრო კულებას თქმით, ახალი ალიანსის გამოცხადება იგეგმებოდა კიევში დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის დროს, თუმცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასი Covid-19-ით დაინფიცირდა და ეს ცერემონია მომავლისთვის გადაიდო.

“იგეგმებოდა, რომ პირველი ოფიციალური განცხადება ახალი ფორმატის შექმნის შესახებ ყოფილიყო გაკეთებული სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ ჩვენი ბრიტანელი კოლეგის კიევში ვიზიტის ფარგლებში. სამწუხაროდ, ის (ლიზ თრასი) კორონავირუსით დაავადდა და ამ განცხადებას მომავლისთვის გადავდებთ. თუმცა, ამ დროის განმავლობაში, ჩვენი გუნდები უმოქმედოდ არ ისხდებიან, არამედ გააგრძელებენ ახალი ფორმატის დახვეწას”, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

“გამოიჩინეთ მოთმინება, გჯეროდეთ საკუთარი თავის, უკრაინისა და მისი ნამდვილი მეგობრების”, – დაამატა კულებამ. 

BBC-ის უკრაინული სამსახურის ცნობით, ალიანსის გამოცხადება ამ კვირაში იგეგმებოდა. 

ალიანსის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს რუსული საფრთხისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ევროპის მომავალი უსაფრთხოებისთვის ერთობლივი მუშაობა, როგორც BBC-ის უკრაინული სამსახური წერს. 

ახალ ალიანსზე ინფორმაცია საჯაროდ პირველად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა გააჟღერა, 21 იანვარს, როდესაც ის ავსტრალიას ეწვია. 

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში ბრიტანეთი უკრაინას იარაღს სწორედ პოლონეთის გავლით აწვდიდა, რასაც ბრიტანელმა ანალიტიკოსებმა “საჰაერო ხიდი” უწოდეს.

როგორც ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ BBC-სთან თქვა, ეს ალიანსი არ იქნება სრულად NATO-ს იდენტური. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ხანებში უკრაინის მთავარი პარტნიორი ზუსტად დიდი ბრიტანეთი გახდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved