• რეკლამა
  • კონტაქტი
00:17, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უთხრეს მაჩალიკაშვილს “ოცნების” მაღალჩინოსნებმა?

ალია ავტორი - ალია
19:45 05-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

თემირლანის საქმე ისეთია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაანგრევს. თავად იმ ადამიანების სიტყვებია, რომლებიც დღეს მაღალ თანამდებობაზე არიან – ამის შესახებ პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
მაჩალიკაშვილის თქმით, ივანიშვილის დავალებით თვალყურს ადევნებენ და მათი მიზანია პარლამენტის წინ აქციების განახლების საშუალება არ მსცენ.

„თემირლანის საქმე ისეთია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაანგრევს. თავად იმ ადამიანების სიტყვებია, რომლებიც დღეს მაღალ თანამდებობაზე არიან – ბატონო ვახა, ჩვენ რომ ვაღიაროთ ეს საქმე, ხელისუფლება თავზე დაგვემხობაო. ჩემი სიტყვები არ არის.

„ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე ადამიანს ჰქონია ამაზე ჩემთან საუბარი, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი… სამარეში ჩავიტან მათ სახელსა და გვარებს, მე არ ვიტყვი, რომ მათ პრობლემა არ შევუქმნა. კაციშვილს არ მინდა, რომ პრობლემა შეექმნას. მე მინდა ვიცოდე ვინ მომიკლა ერთადერთი, უდანაშაულო მძინარე ბავშვი. მე მინდა ვიცოდე, ვინ გამანადგურა და ამას გავიგებ.

პირველ რიგში, ჩემი სურვილი და მიზანია, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. ამიტომაც ვწერდი, რომ 8 მარტის შეთანხმებაში ეს საქმეც უნდა შესულიყო. იმიტომ, რომ პირველივე დღიდან მოვდივარ მე ამ ბრძოლაში, სამი ზამთარი ქუჩაში გავატარე, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და ვისურვებდი, რომ შესულიყო შეთანხმებაში“, – თქვა მაჩალიკაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved