პედოფილიის გახმაურებულ საქმეში ორგანიზაცია „საფარი“ ჩაერთო.
ამის შესახებ ორგანიზაციის იურისტმა, თამარ ლუკავამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ყოველი ახალი საქმის აღებისას ვფიქრობ, ღმერთო რა უმძიმესი საქმეა და მგონია ეს ბოლოა, ამაზე უარესს ვერაფერს გავიგებ, მაგრამ არ სრულდება…
ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გაუგონარ ფაქტებს ვისმენ.
ვუსმენ ქალებს და ვუხსნი, რომ არ უნდა გაჩუმდნენ, უნდა შეატყობინონ დანაშაულის შესახებ პოლიციას, უნდა ჯეროდეთ, რომ სასამართლო დაიჯერებს მათ სიმართლეს, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა მოწმე, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება, რადგან ასეთ საქმეში მთავარი მოწმე თავად დაზარალებულია.
შემდგომ ვიღებ საქმეს, სადაც მოსამართლე 5 წლის ბავშვის საშინელ ისტორიას ისმენს და გამამართლებელი განაჩენი გამოაქვს.
არ მინდა ვიცოდე რას ფიქრობს მოსამართლე, როცა 5 წლის დაზარალებულს და 7 წლის მოწმეს ეუბნება თქვენი არ მჯერაო“
შეგახსენებთ, ეს ის საქმეა, რომელიც პროკურატურამ სასამართლოში წააგო, მოსამართლემ არ გაითვალისწინა არასრულწლოვან მოწმეთა ჩვენებები.
კომენტარები