მწერალი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„წარმოიდგინეთ, როცა ჯარს ერთ ფრონტზე გაშლისთვის ჯარისკაცების რაოდენობა არ ჰყოფნის და, ამ დროს ერთდროულად სამ-ოთხ ფრონტზე ნაწილდება, ვითომ ბევრნი არიან და მასიურად უტევენ მოწინააღმდეგეს, სინამდვილეში, თავიანთი სიმცირე რომ გადაფარონ, ვითომდა ნაცარს აყრიან მავანს თვალებში… რა უსუსური და დემაგოგიური “სამხედრო” ტაქტიკაა არა?..“ – წერს მერაბ შათირიშვილი.
კომენტარები