• რეკლამა
  • კონტაქტი
16:07, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უშლის საქართველოში COVID-19-ის მწვავე ფორმით გავრცელებას ხელს? – ინფექციონისტი

ალია ავტორი - ალია
22:35 04-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ყველა ქვეყანაში  კოვიდინფექცია სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ამ განსხვავებას, როგორც  “2020NEWS“ -თან ინტერვიუში ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, ვირუსის გენური მუტაცია განაპირობებს.

ირაკლი ხმალაძე:

 “პლაქვენილი“ არ არის ანტიბიოტიკი. ის არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მალარიის საწინააღმდეგოდ. ეს წამალი ამ დაავადების სამკურნალოდ შეიქმნა. ამ წამალს კორონავირუსთან ბრძოლის გარკვეული ეფექტური შედეგები აღმოაჩნდა. ჩვენ კოვიდ-19 -ის სამკურნალო პრეპარატი არ გაგვაჩნია, ამიტომ ყველა ექიმი ცდილობს, გამოიყენოს ის წამალი, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში ეფექტურ შედეგს მიცემს.

“პლაქვენილი“ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ის სამკურნალო პრეპარატია. ნებისმიერ პრეპარატს აქვს გვერდითი მოვლენები, ამის გამო, წამლების მოხმარება არ უნდა ავკრძალოთ.

-ბატონო ირაკლი, თუკი “პლაქვენილი“ კორონაირუსთან  ბრძოლის მხრივ, ეფექტურია. რატომ გაჩნდა მასთან  დაკავშირებით კითხვის ნიშანი?

-ეჭვი არ მეპარებოდა, რომ გაჩნდებოდა. ჯერ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა ქვეყანაში – იტალიაში, ჩინეთში, საფრანგეთსა და ა.შ. კოვიდინფექცია აშკარად სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ამ განსხვავებას განაპირობებს  ვირუსის გენური მუტაცია. ნებისმიერი ვირუსი მუტირებს გარკვეულ პირობებში. ყველ ქვეყანაში კოვიდ-19 -ია, მაგრამ სახეშეცვლილი ფორმით.

ეს, დაახლოებით იგივეა, რომ ადამიანმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთოს, მაგრამ მისი შინაარსი არ შეიცვლება.

ნებისმიერ ადამიანს გააჩნია სუსტი თუ ძლიერი იმუნიტეტი. როდესაც ვირუსი მის ორგანიზმში ხვდება, იგი ეგუება ამ ორგანიზმს. თუ ადამიანი გადარჩება, მაშინ ვირუსი ნადგურდება.

არის სიტუაცია, როდესაც ვირუსი შეეყრება ადამიანს და იგი გადასდებს სხვას. ამ შემთხვევაში, ხდება ვირუსის პასაჟირება, ეს ვირუსის გაძლიერებას უწყობს ხელს და მის იმუნურ სისტემასთან ბრძოლასაც აძლიერებს. ასევე შესაძლოა, შეიცვალოს ვირუსის გენსტრუქტურაც. ეს გარკვეუწილად, ზოგჯერ  მოქმედებს კლინიკური ნიშნების გამოვლენაზეც.

შემიძლია პირადპირ გითხრათ, რომ საქრთველოში ბევრად უფრო ნაკლები ტრაგიკულობითა და სიმძიმით  მიმდინარეობს ეს ვირუსი, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ამ ვირუსმა საქართველოში მასიური გავრცელება ვერ ჰპოვა. ვირუსის გავრცელებას რაღაც უშლის ხელს.

მინდა, ჩვენი მედიცინისა და ჩვენი პრევენციული მეთოდების ჩამტარებელ ადამიანებს ვუთხრა მადლობა, რომ მათ მართლაც ივაჟკაცეს და დროულად მოხდა ყველაფერი, რაც უნდა მომხდარიყო.

-სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველში რატომ  მიმდინარეობს კოვიდ-19-ის მსუბუქი ფორმით გავრცელება?

-საქართველოში კორონავირუსი ბევრად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. ის ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ აშკარად, დამაძიმებულ მდგომარეობაში იყვნენ, მათ ჰქონდათ გვერდითი დაავადებები. მათ ჩვეულებრივი მძიმე გრიპი რომ შევხვედროდათ, იგივე ფატალური შედეგი დადებოდა.

თუ საქართველოში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, ეს  ნიშნავს, რომ ძალიან ბევრია საზოგადოებაში ატიპიური  ფორმები, ანუ ის ფორმები, რომელთა დიფერენცირება,  დიაგნოსტიკა არ მოხდა. მათი აღმოჩენა მხოლოდ  ლაბორატიული ტესტებით არის შესაძლებელი.

არ გამიკვირდება, მთელი საქართველოს მოსახლეობას რომ ჩაუტარდეს გამოკვლევა კოვიდინფექციაზე, ბევრად მეტი ინფიცირებული აღმოჩნდეს.  განსაკუთრებით  ამ დღეების შემდეგ, რაც სააღდგო დღესასაწულებს უკავშირდება.

-საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე  გახანგრძლივდა. რა იქნება ამის შემდეგ – ზაფხულში  ვირუსის გავრცელების ტემპები შემცირდება?

-მნიშვნელოვანია, როგორ გავრცელდება ინფექცია – არითმეტიკული თუ გეომეტრიული პროგრესიით, ანუ  ინფიცირებულთა რაოდენობის მიმატება მოხდება, თუ გადამრავლება.

ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენ პიკს ველოდებით არა ზამთარში, არამედ გაზაფხულზე, ანუ სითბოში.  დარწმუნებული ვარ, როცა დათბება, ბევრად მეტი იმუნიტეტგაძლიერებული ადამიანი დახვდება ამ ვირუსს, რადგან შემოვა ხილი, ბოსტნეული.

ზაფხულში ბევრად უფრო ძლიერია ადამიანი და იშვიათად ცივდება. მთავარია, რომ ვირუსის გავრცელების პიკამდე ძალიან ნელა მივიდეთ. პიკია ის რაოდენობა, როცა ვირუსი მეტად აღარ გავრცელდება. რამდენი  ადამიანი დაინფიცირდება, ამას ვერავინ გეტყვით. ახლა ჩვენ აღდგომის შეკრებების შედეგებს ველოდებით.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved