• რეკლამა
  • კონტაქტი
05:25, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უპასუხა შევარდნაძემ სტუდენტებს, რომელთა კრიტიკას 2 საათის მანძილზე უსმენდა? – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
16:06 03-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,286

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

2001 წელი, პრეზიდენტი შევარდნაძე სტუმრად უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.

თითქმის ორი საათი უსმინა სტუდენტთა გამოსვლებს. თითქმის ყველა გამომსვლელი დაუნდობლად აკრიტიკებდა და მოითხოვდა მის გადადგომას, თანაც დაუყოვნევლივ… ზოგიერთ გამოსვლას შეურაცხმყოფელი შინაარსიც კი ჰქონდა.

შევარდნაძე მხოლოდ კი არ უსმენდა კრიტიკას, ქაღალდი და ფანქარიც მოიმარჯვა, დედაქალაქის მერიც აიძულა იგივე გაეკეთებინა და დეტალურად ჩაიწერა, ჩაინიშნა ლანძღვა-გინება.

მიკროფონთან მისულმა პირველივე წინადადებაში თქვა, რომ ეთანხმება გამოთქმული მოსაზრებების მნიშვნელოვან ნაწილს…

კაცმა არ იცის, მართლა იწერდა თუ არა, მართლა ეთანხმებოდა თუ არა, მაგრამ ოპონენტს, მოწინააღმდეგეს, თანაც მასზე ათასჯერ უმცროსსა და სუსტს პატივისცემა აგრძნობინა, მისი მნიშვნელობა გამოკვეთა.

ეს არის კლასი! ეს არის დასავლეთ საქართველო და მისი კულტურა!

ივანიშვილი წარმოგიდგენიათ რომელიმე აუდიტორიაში? ივანიშვილი რომ საკუთარი თავის მიღმა სხვის უმცირეს მნიშვნელობას მაინც აღიარებდეს, გინახავთ სადმე? კობახიძე, საერთოდ, უცხო კი არა, ლექციაზე შესულ საკუთარ სტუდენტებს სცემდა ბანდფორმირებების დახმარებით, რამდენიმე მათგანს კი ციხეში ამოლპობით ემუქრება. წარსულში ერთხელ ვცადეთ მისთვის აბსოლუტურად ზრდილობიანად კრიტიკული შეკითხვის დასმა და ნახევარი საათი დარბოდა ფილარმონიის სცენაზე, თან ყვიროდა, თქვენი ადგილი საქართველოში არ არისო.

თუმცა, გუშინ ყველა ზღვარს გადასცდა თეატრალური ინსტიტუტის ხელმძღვანელობა, თავი მოიქაჩლეს, თავიანთ სტუდენტებს ნაღმები დაუშინეს და გარიცხეს სასწავლებლიდან.

დილით სანამ სახლიდან გახვალთ, ბ-ნო რექტორო და პრორექტორო, სარკეში ჩაიხედეთ და საკუთარ თავს ჰკითხეთ, ხართ თუ არა ღირსი მოქალაეებად, მასწავლებლებად, ხელოვანებად იწოდებოდეთ! თუ დადებითად უპასუხებთ კითხვას, გადააკონტროლეთ და დამატებით იკითხეთ, რაიმე ხომ არ გეშლებათ საკუთარი სინდისის წინაშე!/

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved