რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ოპერაციის მიზნები – მისი დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი – მიღწეული იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
ორი ქვეყნის პრეზიდენტის სატელეფონო მოლაპარაკებები 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
პუტინის განცხადებით, კიევის ნებისმიერი მცდელობა, გადადოს მოლაპარაკებები, გამოიწვევს მოსკოვის მოთხოვნათა სიის გაფართოებას. რასაკვირველია, კრემლს არ უსაუბრია იმაზე, რამდენად ფართოვდება და იზრდება სია სანქციებისა, სანქციებული მოქალაქეებისა და რამდენი მსხვილი ბიზნესი ტოვებს რუსეთს.
კომენტარები