დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი;
,,რა უნდა ვქნათ, თუ გვინდა რომ ჭკვიან, ნაკითხ, განათლებულ интелектуал ტიპად გამოვჩნდეთ. რამდენიმე პრაქტიკული რჩევა:
● აუცილებლად ვახსენებთ სიტყვა “ეგზისტენციალურს”; თუნდაც უკონტექსტოდ;
● ფსევდოლიბერალური – ეს სიტყვაც საჭიროა. რაღაცნაირი სხვა პეწი და შნო აქვს;
● აუცილებლად ვახსენებთ “ისტმატს”, “დიამატს”, “ფიზმატს”, “მეხმატს” და “შახმატს”; მაინც ვერავინ გაიგებს ეგენი რა შუაშია ან ჩაკითხვა ეუხერხულებათ;
● აქვე აუცილებელია რომელიმე გერმანელი ფილოსოფოსი. აი შოპენჰაუერი მაგალითად. თან შოპენია და თან რაარაცნაირად რუტგერ ჰაუერია – ორი ერთში. ამას ჩავამატოთ ფიხტე, ორი კონა კანტი და ნიცშე, ზემოდან მოვაყაროთ ცოტა კირკეგორი, ცოტა პაბლო ნერუდა, მარკესი და თომას მანი გემოვნებით;
● და აუცილებლად მუსიკა – ამ წამს რაც მახსენდება – ბახის ფუგები. ეგრევე მიაჭრი “დომინო” ან “მოდუსში” და კონსულტანტს ეუბნები “3 ცალი ბახის ფუგა”-თქო, თან ზემოდან ამატებ “შენთვის ახლა ბახის ფუგა ჩინურია და მაინც”, რომ ეგრევე მიხვდეს რაამხელა ინტელექტუალი დგას მის წინაშე.
● და ბოლოს – ამ დროს აბსოლუტურად აუცილებელია ყველანაირი იუმორის და საკუთარი თავის გვერდიდან დანახვის გრძნობა წაშლილი გქონდეს ადამიანს.
ეს ყველაზე ძნელია სხვათაშორის”











კომენტარები