• რეკლამა
  • კონტაქტი
14:52, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ AstraZeneca-თი ავიცრებით? – ევროპის სამედიცინო სააგენტოს რჩევები

ალია ავტორი - ალია
14:23 03-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

“COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca უსაფრთხო და ეფექტიანია. მისი სარგებელი კი რისკებზე დიდია” – ამის შესახებ ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) ხელმძღვანელმა ემერ კუკმა განაცხადა.

ამ განცხადებას წინ უძღოდა EMA-ს ფარმაკოლოგიური ზედამხედველობისა და რისკის შეფასების ექსპერტთა ჯგუფის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა. ექსპერტებმა ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესწავლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც AstraZeneca-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრა შეაჩერა ევროკავშირის ცამეტმა ქვეყანამ, რამდენიმე ქვეყანაში აცრილ ადამიანებში თრომბის გაჩენის გამო.

16 მარტის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთსა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში AstraZeneca-თი აცრილია თითქმის 20 მილიონი ადამიანი, თრომბი კი 25 ადამიანს განუვითარდა.

EMA-ს ფარმაკოლოგიური ზედამხედველობისა და რისკის შეფასების სამსახურმა ამ შემთხვევებსა და აცრას შორის პირდაპირი კავშირი ვერ გამოავლინა. შესაბამისად, ექსპერტები მოუწოდებენ ქვეყნებს, განაგრძნონ მოსახლეობის ვაქცინაცია.

თუმცა EMA-ში აცხადებენ, რომ ერთერთ, ყველაზე იშვიათ ფორმასთან კავშირს ბოლომდე ვერ გამორიცხავენ, ამიტომაც, საკითხის შესასწავლად, დამატებითი მოკვლევა დაიწყეს.

ოფიციალურ განცხადებასთან ერთად, EMA აქვეყნებს ინფორმაციას და რჩევებს, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის.

ინფორმაცია პაციენტებისთვის:

  • COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca არ არის ასოცირებული სისხლის შედედების (თრომბოემბოლიური მოვლენების) საერთო რისკის ზრდასთან.
  • ვაქცინაციის შემდეგ დაფიქსირდა თრომბოზის ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომელსაც თან ახლდა სისხლში თრომბოციტების (სისხლის ფირფიტები, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას) დონის შემცირება. შემთხვევების უმეტესობა მოხდა ქალებში, რომელთა ასაკიც 55 წელზე ნაკლებია.
  • იქიდან გამომდინარე, რომ COVID-19-ს თან ახლავს გართულებები და ის ფართოდაა გავრცელებული, ვაქცინაციის სარგებელი გაცილებით დიდია, ვიდრე გვერდით მოვლენებთან დაკავშირებული რისკები.
  • თუმცა, თუკი AstraZeneca-თი აცრის შემდეგ გამოგივლინდათ:

– სუნთქვის უკმარისობა- ტკივილი გულ-მკერდსა ან კუჭში,- კიდურების შეშუპება, ან მათში სიცივის განცდა- ძლიერი თავის ტკივილი, ან მხედველობის გაუარესება- სისხლდენა,- სილურჯე, სიწითლე, ან სისხლჩაქცევები კანის ქვეშ

აუცილებლად მიმართეთ ექიმს და შეატყობინეთ, რომ აცრა გაიკეთეთ.

ინფორმაცია ექიმებისთვის:

  • თრომბოზისა და თრომბოციტოფენიის შემთხვევები იმ ადამიანებში, ვინც ბოლო პერიოდში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca გაიკეთა, უმეტესწილად ვაქცინაციიდან 14 დღის განმავლობაში გამომჟღავნდა. შემთხვევების უმეტესობა მოხდა ქალებში, რომელთა ასაკი 55 წელზე ნაკლებია. თუმცა არაა გამორიცხული, ამის მიზეზი ის იყოს, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ისინი ვაქცინაციის კამპანიის სამიზნე ჯგუფში არიან.
  • შემთხვევების რაოდენობა წინასწარ მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა, და იმისდა მიუხედავად, რომ მსხვერპლი არ მოჰყოლია, მის შესაძლებლობას ბოლომდე ვერ გამოვრიცხავთ. მაგრამ შემთხვევების იშვიათობისა და იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19-ის თრომბოემბოლიური გართულებები იწვევს ჰოსპიტალიზაციას და რთულია საბაზისო მონაცემების დადგენა, შემთხვევებსა და აცრებს შორის კავშირის დადგენა რთულია.
  • EMA-ს მიაჩნია, რომ ვაქცინით მიღებული სარგებელი რისკებზე მეტია და თრომბოემბოლიურ დაავადებებთან მისი პირდაპირი კავშირი დადგენილი არ არის. თუმცა ინფორმაცია დაფიქსირებული შემთხვევების შესახებ უნდა გაჩნდეს წამლის თანმხლებ ბუკლეტებში.
  • ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ვურჩევთ, მზად იყვნენ იმისთვის, რომ აცრის შემდეგ პაციენტს შესაძლოა გამოუვლინდეს თრომბოემბოლიური სინდრომი. ვაქცინის მიმღები უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ მიმართოს ექიმს იმ შემთხვევაში, თუკი აღენიშნება სისხლდენა და ძლიერი თავის ტკივილები, განსაკუთრებით, აცრიდან სამი დღის შემდეგ.

EMA-სთან ერთად, AstraZeneca-ს ეფექტიან და უსაფრთხო პრეპერატად მიიჩნევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), რომელმაც ასევე მოუწოდა სახელმწიფოებს, გააგრძელონ მისი გამოყენება.

EMA-ს ექსპერტთა ჯგუფს დღეს არ განუხილავს AstraZeneca-ს სხვა გვერდითი მოვლენები. უმეტესობა როგორც წესი, მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმისაა და აცრიდან რამდენიმე დღეში ქრება.

AstraZeneca-ს ვაქცინის ერთ-ერთი სერიოზული გვერდითი მოვლენაა ანაფილაქსიური შოკიც, რომლითაც ახალციხეში აცრა 27 წლის ექთანს გაურთულდა და დღეს კი გარდაიცვალა.

ანაფილაქსიური შოკის რისკი აცრისას ზოგადად მცირეა და ბაზარზე არსებულ ყველა ვაქცინას ახლავს თან. დროული ჩარევის შემთხვევაში, ის ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს იშვიათად უქმნის.

წყარო – რადიო თავისუფლება

თეგები: ასტრაზენეკა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved