• რეკლამა
  • კონტაქტი
05:11, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა უნდა იცოდეს ბავშვმა აუცილებლად საკუთარი უსაფრთხოებისთვის” – ნინო ლომიძე

ალია ავტორი - ალია
14:47 10-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
178

ექიმი, ნინო ლომიძე:

☘️რა უნდა იცოდეს სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვმა აუცილებლად!
‼️საკუთარი უსაფრთხოებისთვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ბავშვმა უნდა იცოდეს:
?მშობლების სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი ( ერთის მაინც), საკუთარი მისამართი, 112 – ნომერი და მარტივი ინსტრუქცია – როდის დარეკოს, რა თქვას.
?ბავშვმა უნდა იცოდეს, ვინ არის უცხო/უცნობი – უცხო და უცნობია ყველა, ვინც ბავშვს არასდროს უნახავს, ვისთანაც არ ულაპარაკია, ვისი სახელიც არ იცის.
?უცნობმა შეიძლება მიმართოს მას სახელით, იცოდეს მშობლების სახელები, ჰგავდეს ვინმე ნაცნობს – ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ ის არ არის ოჯახის წევრი, ოჯახის მეგობარი და თუ ბავშვი პირველად ხედავს მას, ის არის უცნობი ადამიანი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ:
❌არ გამოეპასუხოს უცნობს!
❌არ გაუბას საუბარი!
❌არ გაჰყვეს არსად და არასდროს – მიუხედავად იმისა, რას სთავაზობს უცხო ადამიანი მას.
?ეს შეიძლება იყოს დახმარების თხოვნა (უფროსი არასდროს არ უნდა სთხოვდეს დახმარებას ბავშვს და ეს მან უნდა იცოდეს!), საყვარელი ლეკვების ჩვენება, ტკბილეული….ბავშვმა მტკიცედ უნდა იცოდეს:
❌არ გაჰყვეს უცნობს არსად, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგას მისკენ და მასთან ერთად!
?ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არ არის უზრდელობა, თუ უცნობს არ დაელაპარაკება.
❗️ასწავლეთ – ნუ გამოელაპარაკები უცნობს! არ აქვს მნიშვნელობა, რას გეუბნება ის. არ გამოელაპარაკო! ეს არ არის უზრდელობა.
❗️დაისწავლოს და თქვას ხმამაღლა: მე არ ველაპარაკები უცნობებს!
?თუ უცნობი გააგრძელებს მასთან საუბარს, ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს – თუ უცნობი თან ესაუბრება და თან ეხება ან ცდილობს, თავისი მიმართულებით წაიყვანოს ბავშვი, მან უნდა ❗️იყვიროს, იღრიალოს, იქნიოს ხელები, თითქოს ფრთებია (ასე რთულია ჩაჭიდება და მოხელთება), ❗️მან უნდა იყვიროს – დარეკეთ პოლიციაში! მე ამ ადამიანს არ ვიცნობ!
❗️რაც შეიძლება ხმამაღლა ღრიალი!
‼️ასწავლეთ – სკოლასთან, ბაღთან ან ეზოში თუ მოვიდა ვინმე, ვისაც არ იცნობ, თუ გეკითხება სახელს, გვარს, სად არიან მშობლები ან სვამს ნებისმიერ სხვა კითხვას. თუ გთავაზობს ნებისმიერ რამეს, შენი პასუხია – უცნობებს არ ველაპარაკები!
‼️თუ უცნობი კვლავ აგრძელებს შენთან საუბარს, ეძებ ნაცნობს – მასწავლებელს, კლასელის მშობელს, მეზობელს და მირბიხარ მასთან.
‼️თუ ირგვლივ არავინაა ასეთი და უცნობი მაინც არ გშორდება, შედიხარ სკოლაში/ბაღში.
‼️თუ უცნობი ხელს გკიდებს, იწყებ ღრიალს და ხელების ქნევას, თითქოს ფრთებია. ‼️ღრიალებ: დარეკეთ პოლიციაში! მე ამას არ ვიცნობ!
‼️არასდროს არავის არ მიჰყვები მანქანასთან! მანქანაში უჯდები მხოლოდ დედას, მამას, ბებოს, ბაბუს (კონკრეტული ჩამონათვალი, ვისაც შეიძლება ჩაუჯდეს მანქანაში!)
‼️‼️ჩვენს კულტურაში დამკვიდრებული პრაქტიკაა ბავშვისთვის ტკბილეულის შეთავაზება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ უცნობისგან არასდროს არ აიღოს შემოთავაზებული ტკბილეული.
?არ არის უზრდელობა ამის თქმა: უცნობებისგან არაფერს არ ვიღებ. არ ავიღებ თქვენს შოკოლადს!
?ამ წესების დასწავლა სასურველია თამაშებისა და როლური აქტივობების გამოყენებით. არ დაზაფროთ ბავშვები და ზედმეტად ნუ დააშინებთ მათ. ნუ დასტრესავთ საკუთარი შეშფოთებითა და დიდაქტიკური ტონით. მოიფიქრეთ თამაშების სცენარები და გაიარეთ ეს საკითხები თამაშ-თამაშ.
?არასდროს ახსენოთ „გუდიანი კაცები“ და მსგავსი არარეალური პერსონაჟები. გამტაცებლები ცდილობენ ნდობის მოპოვებას და კარგადაც გამოსდით ეს. ბავშვები ენდობიან მათ! ისინი არ გამოიყურებიან, როგორც ბოროტმოქმედები, „გუდიანი კაცები“, „ბუები“. უცნობი ადამიანი – საკმარისი დეფინიციაა. ბავშვი უნდა იყოს ფრთხილად უცნობთან!
‼️უსაფრთხოების წესების დასწავლა საბავშვო ბაღებსა და კოლების დაწყებით საფეხურზე უნდა იყოს სავალდებულო!
‼️სასწრაფოდ მოჰყვეს რეაგირება ბოლო დროს გახშირებულ შემთხვევებს.
‼️სპეციალისტების მხრიდან შემუშავდეს და დაიგზავნოს სახელმძღვანელო წესები სკოლებსა და ბაღებში.
‼️პატრულის თანამშრომლებმა/მოხალისე მშობლებმა იმორიგეონ სკოლებთან.
გამოყენებულია ორგანიზაცია Healthwise-ის გაიდლაინი.
]

ომბუდსმენი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულის 5 შემთხვევას სწავლობს

თეგები: ნინო ლომიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved