• რეკლამა
  • კონტაქტი
09:57, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უნდა გავაკეთოთ, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი მივიღოთ

ალია ავტორი - ალია
21:26 04-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

„თუ კი ჩვენ პოსტ პანდემიურ სიტუაციაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიღება გვინდა, ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება ელექტროსადგურების მშენებლობა იყოს, რადგან დიდი ხანია მომზადებულია ათეულობით პროექტი, შესაბმისად გვაქვს შესაძლებლობა, რომ სწრაფ ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს“, ამის შესახებ „კომერსანტს“  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა. მისი თქმით, ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყება – განახლებით ეკონომიკა გაცოცხლდება, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ბაზარზე დამატებითი მოთხოვნა გაჩნდება.

„ელექტროსადგურების მშენებლობის არის დამატებითი ინვესტიციები, რომელსაც გარედან შემოვიტანთ. შესაბამისად, თითოეულ ლარს და დოლარს, რომელიც ამ პროექტებზე დაიხარჯება მულტიფლიკატორის ეფექტი ექნება და ორ-სამ დოლარს შექმნის სხვა ინდუსტრიებშიც, ასევე  დაასაქმებს ადამიანებს. ეს ის პირდაპირი ეფექტებია,რომელიც შეიძლება პროექტების დაწყებას ჰქონდეს. გრძელვადიანი ეფექტი კი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ ვართ ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყანა და ამით გავზრდით ჩვენი ელექტრო უსაფრთხოების ხარისხს ანუ საკუთარ წარმოებაზე ვიქნებით დამოკიდებულები“, – განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას აფერხებს. ლევან ვეფხვაძის თქმით, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა საქართველოს მთავრობამ  მოაგვაროს ის პრობლემები რომელიც გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს უკავშირდება.

„ბოლო 3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდა. აქ არის ორი პრობლემა: პირველი არის ის, რომ ნაწილ პროექტებს თავის დროზე  PPA (გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები) რაც ჰქონდათ მიღებული,  5-7 წლის წინ მემორანდუმებით გარანტირებული ეს PPA- ის ფინანსური პირობები  ახალ რეალობაში აღარ მუშობს, შესაბამისად მათ დაფინანსება ვერ მოიძიეს იმიტომ, რომ წარმოდგენილი ტარიფები ვერ უზრუნველყოფს შესაბამის უკუგებას ინვესტორებისთვის. მეორე პრობლემა არის ის, პროექტები რომლებიც ვერ იღებენ გარანტირებული შესყიდვის გარკვეულ შეთანხმებას და შესაბამისად ტარიფი საერთოდ არ აქვთ, რა დროსაც ინვესტორები ბაზრის რისკის იმედად არიან დატოვებულები იმ შემთხვევაში თუ განახორციელებენ პროექტს.  ბუნებრივია ინვესტორი არ შედის ამ რისკში და არ ღებულობს პროექტში მონაწილეობას. ჩვენ გვჭირდება ის რომ არსებულ მემორანდუმებს გადავხედოთ და ვნახოთ რა არ მუშაობს, რატომ არ მუშაობს და გავარკვიოთ ეს ფინანსური მიზეზები. თუ გადასახედია ტარიფებს უნდა გადავხედოთ. ამ პანდემიამ აჩვენა მთავარი, თუ კი ქვეყანა გარკვეულ წილად, საკუთარ რესურსებით ვერ დააკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნებს, შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი საფრთხის წინაშე აღმოაჩნეს. კორონავირუსის შემდეგ სრულიად ახალი უსაფრთხოების კონცეფცია გაჩნდა“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ქვეყანაში ელექტროსადგურების მშენებლობას აფერხებს, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტია. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ამ კუთხით საჭიროა საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობა.

„არსებობს პროექტები სადაც ფინანსური შესაძლებლობები არსებობს, PPA არის, ტარიფიც ნორმალურია, მაგრამ ვერ შენდება იმიტომ, რომ არის წინააღმდეგობა ადგილობრივ მოსახლეობის მხრიდან. აქაც საჭიროა სახელმწიფოს აქტიურ ჩარევა, ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა დაინახოს გრძელვადიანი ინტერესი ჰესისგან. დეველოპერი ეუბნება, რომ 2 წელი მშნებლობის დროს დასაქმდება, მაგრამ შემდეგ თვითონ მოსახლეობა ვეღარ ხედავს გრძელვადიან სარგებელს ჰესებისგან. თუ სახელმწიფო ჩაერევა და შეასრულებს შუამავლის ფუნქციას, თუ საჭირო შემთხვევაში PPA-ს გადახედავს და ტარიფს აწევს იმისათვის, რომ უკვე მომატებული ტარიფი ადგილობრივ მოსახლეობას მოხმარდეს ამაში  ცუდი არაფერი იქნება.  თუკი ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ფონდები, სადაც თუნდაც ქონების გადასახადის ნახევარი პირდაპირ მოხვდება და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით პროექტები დაფინანსდება, მოსახლეობას საწინააღმდეგო აღარ ექნება. არ ვამბობ, რომ მოწინააღმდეგეების 100 პროცენტი შეიცვლის აზრს, მაგრამ დიდი ნაწილი ასეთი პროექტების მხარდამჭერები იქნებიან“

კომერსანტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved