“ენმ”-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე:
“მეგობრებო, ამ ქვეყნის და მიშას გადარჩენა გადის 30 ოქტომბრის არჩევნებზე. სხვა გამოსავალს ნუ ეძებთ, ნუ ვარდებით სასწარკვეთაში მაშინ, როცა ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა თითოეული ჩვენგანის აქტიურობა.
რა უნდა გააკეთოთ მიშას გადარჩენისთვის? არცერთი წუთი არ უნდა დაკარგოთ, მოძებნეთ ახლობლები, ეცადეთ დაარწმუნოთ არჩევნებზე მისვლის აუცილებლობაში.
მოშიმშილე ადამიანი თავის ყოველ მიმართვაში მოგიწოდებთ 30 ოქტომბრის მნიშვნელობაზე და რატო ეძებთ სხვა გამოსავალს, როდესაც თავად ხსნას სწორედ ამ დღის გამარჯვებაში ხედავს?
ყველას განცდა კარგად მესმის, ყველას გითანაგრძნობთ, მაგრამ ძალა მოქმედებაშია.
ყველაზე დიდი საქმე, რაც ახლა შეგვიძლია მიშას გადარჩენისთვის გავაკეთოთ, ჩვენს ირგვლივ ადამიანების მობილიზაციაა.
მთელი რწმენით ამას ვაკეთებ მე და გთხოვთ, თქვენც უარს ნუ იტყვით ამ ერთადერთ შესაძლებლობაზე.
ერთადერთი რამაც შეიძლება შეცვალოს მიშას უკიდურესი პროტესტი-შიმშილობა, ეს 30 ოქტომბერს გამარჯვებაა. კარგად უნდა გვესმოდეს ეს!”
კომენტარები