• რეკლამა
  • კონტაქტი
03:48, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ცვლილებები შევა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში? – საია

ალია ავტორი - ალია
13:50 12-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
673

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები ისეთ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც წესი, საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს. ასევე, კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევები და დაკავების ახალი საფუძვლები – აცხადებს ” საია” 2024 წლის 13 დეკემბერს თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ, მესამე მოსმენით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ორგანიზაციის შეფასებით, შეკრებებთან, მანიფესტაციებთან და საპროტესტო გამოხატვასთან დაკავშირებულ ქმედებებზე სანქციების არაპროპორციული ზრდითა და ახალი საფუძვლების დამატებით, „ქართული ოცნება“ მოსახლეობის დაშინებას ცდილობს.

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ სანქციებს სახელმწიფო არა მართლწესრიგის დასაცავად, არამედ გამოხატვის და შეკრების უფლებების წინააღმდეგ გამოიყენებს.

ცვლილებები შემდეგია:

ახალი სამართალდარღვევები

1.1. სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

1.2. შეკრების მონაწილეებს ასევე აეკრძალებათ თან იქონიონ „ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას, ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას.“
მიმდინარე აქციების პარალელურად შსს რუტინულად ატარებს უკანონო ჩხრეკებს და ადამიანებს, მათ შორის, ისეთ ლეგალურ ნივთებს ართმევს, როგორიცაა აირწინაღი და ნიღაბი.  შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ შეზღუდვას შსს უკანონო ჩხრეკების გასამართლებლად გამოიყენებს და არაპროპორციულად გამოიყენებს, მათ შორის, ისეთი ლაზერული ან მანათობელი ნივთების მფლობელთა წინააღმდეგ, რომელთაც არ შეუძლიათ აღნიშნული ხელსაწყოებით რეალურად შეაფერხონ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობა ან მათი ტექნიკის ფუნქციონირება.

აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისთვის სანქცია, ასევე, 2000 ლარი იქნება.

1.3. მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას ემატება ამავე კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა). აღსანიშნავია, რომ პოლიცია, როგორც წესი, სწორედ 173-ე მუხლს იყენებს დემონსტრანტების უსაფუძვლო დაკავებისას.

1.4. კოდექსში ჩნდება ახალი სამართალდარღვევა (მუხლი 1983) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის უკანონოდ ტარება ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლისთვის ანდა ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლის/ატრიბუტიკის ტარება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, რასაც შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით შეცდომაში შეჰყავს ობიექტური დამკვირვებელი.
აღნიშნული სამართალდარღვევისთვის სანქციად გათვალისწინებულია 2 000 ლარი, საგნის კონფისკაციით.

გაზრდილი სანქციები

2.1. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა
კოდექსის 1741 მუხლის მე-4 ნაწილის ახალი რედაქციის მიხედვით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები.
აღნიშნული ნორმები უკავშირდება აკრძალულ ადგილებში აქციების და მანიფესტაციების ჩატარებას, აკრძალული მოწოდებების გაკეთებას, აკრძალული ნივთების ქონას და მონაწილეთა მცირე რაოდენობის მიუხედავად გზის გადაკეტვას.

ძველი რედაქცია ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ახალ რედაქციაში ჯარიმების ოდენობა, შესაბამისად, არის 5000 ლარი და 15000 ლარი.

(1)   ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული
125-ე მუხლის 61 ნაწილი აქამდე ითვალისწინებდა ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ახალი მოწესრიგებით, ასევე გამიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას (კუმულაციურად).

2.2.  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება
150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისთვის (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება[2]) ჯარიმის ოდენობა იზრდება და 1000 ლარი ხდება, 50 ლარის ნაცვლად.
იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა (150-ე მუხლის მე-2 ნაწილი) 500-ის ნაცვლად 2000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

მსგავსად არის გაზრდილი ჯარიმების ოდენობა აღნიშნული მუხლის სხვა ნაწილებისთვის:
მსგავსად არის გაზრდილი ჯარიმების ოდენობა აღნიშნული მუხლის სხვა ნაწილებისთვის:
– სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 000 ლარისა, ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

– ტერიტორიის იერსახის დამახინჯება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 000 ლარისა. განმეორებით იგივე ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა.

– ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.
მსგავსად იზრდება სანქციები 1502  მუხლის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება) შემთხვევაშიც:

–  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით, ნაცვლად 1 000 ლარისა.

– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 000 ლარისა. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა.

– ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 000 ლარისა. განმეორებით იგივეს ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა.

2.3.  ვანდალიზმი

გაზრდილია ჯარიმების ოდენობა ვანდალიზმის მუხლის (1662 მუხლი) პირველი და მეორე ნაწილებისთვის, შესაბამისად, 300 ლარის ნაცლად 1000 ლარი და 500 ლარის ნაცლად 2000 ლარი.

(3)  დაკავების საფუძვლები

აღსანიშნავია, რომ, ასევე, იზრდება იმ საფუძველთა ჩამონათვალი, რომელთა გამოც დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. კოდექსში უკვე არსებულ საფუძვლებს ემატება:
– სამართალდამრღვევის სასამართლოში დროულად წარდგენა;
– საქმის გაჭიანურების თავიდან აცილება;
– ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობისთვის თავის არიდების პრევენცია;
– ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენცია (მუხლი 244)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved