• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა წერია რუსეთზე, ტრამპის 2026 წლის აღმასრულებელ ბრძანებაში? – “ასეთი მძიმე ტერმინი კარგა ხანია არ გამოყენებულა, ლამის რეიგანის შემდეგ”

ალია ავტორი - ალია
21:13 02-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,200

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

29 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა გამოსცა „2026 წლის აღმასრულებელი ბრძანება კუბასთან დაკავშირებით“. დოკუმენტი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ერთი პასაჟით. ამ ბრძანებაში ვკითხულობთ:
„კუბის მთავრობამ მიიღო საგანგებო ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებენ და საფრთხეს უქმნიან შეერთებულ შტატებს. რეჟიმი ალიანსშია და მხარს უჭერს მრავალ მტრულ ქვეყანას, ტრანსნაციონალურ ტერორისტულ ჯგუფებს და შეერთებული შტატების მოწინააღმდეგე მავნე აქტორებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მთავრობას (რუსეთი), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას (PRC), ირანის მთავრობას, ჰამასს და ჰეზბოლას.“
ამ დოკუმენტით, უკვე ოფიციალურად, ამერიკისთვის რუსეთი ტერორისტულ და მტრულ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული. ასეთი მძიმე ტერმინი კარგა ხანია არ გამოყენებულა, ლამის რეიგანის შემდეგ, ოღონდ იმდროინდელი დოკუმენტები ფორმალურად რუსეთს არ ეხებოდა, იმ დროს საბჭოთა კავშირი იყო. 2014 წლიდან უკრაინაში აგრესიის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიებსა (NSS) და პრეზიდენტების აღმასრულებელი ბრძანებებში (Executive Orders), რუსეთი პირდაპირ მოხსენიებოდა როგორც აგრესორი, მოწინააღმდეგე (adversary) ან საფრთხე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ამჯერად გაჭრილად გამოცხადდა, რომ აშშ-სთვის რუსეთი არის მტრული სახელწმიფო.
მესმის, რომ საქართველოში პოლიტიკურ დოკუმენტებს ნაკლებად ანიჭებენ მნიშვნელობას. ეს ჩვენი ცუდი პოლიტიკური კულტურის ნაწილია, იმიტომ, რომ ჩვენ ასე ვცხოვრობთ, კანონებში, დოკუმენტებში ერთი წერია, რეალობაში კი ხელისუფალს რაც უნდოდა იმას აკეთებს. ამიტომ ჩვენთვის პოლიტიკური დოკუმენები ეს არის ვიღაცის დასანახად, რაიმე საერთაშორისო ვალდებულების შესარულებლად ფორმალურად გამოსაცემი აქტი, დაწერილი ლაილაია, რომელშიც ქაღალდი ყველაფერს აიტანს და ა.შ.
შტატებში, ისევე როგორც სხვა ნორმალურ სახელწმიფოებში, იქ სადაც პოლიტიკოსსა და მოქალაქეს შორის უკუკვაშირი მექანიზმი მუშაობს, ასე არ არის. ასეთი დოკუმეტის უბრალო მოქალაქისთვისაც და ელიტებისთვისაც ნათელს ხდის ადმინისტრაციის სახელმწიფო პოლიტიკას ამა თუ იმ საკითხზე. ქვეყნის მმართველებს კი მერე, არჩევნების დროს, პოლიტიკური პასუხისგება უწევთ ასეთ დოკუმენტებში დაფიქსირებული პრინციპების თუ ნაბიჯების სისწორეზე და მათ აღსრულებაზე. ასე მუშაობს დემოკრატიული რესპუბლიკის სისტემები. მთავრობა ვალდებულია საზოგადოებისთვის საჯარო და ნათელი გახადოს მისი პოლიტიკური ნაბიჯები, შემდეგ კი პასუხი აგოს მის სისწორეზე. არაფერს ვამბობ, რომ ასეთ დოკუმენტებში დაფიქრებული შეზღუდვები და პრინციპები სავალდებულოა შესასრულებლად აშშ-ს ადმინისტრაციის ყველა რგოლისთვის .
ამ ბრძანებით აშშ-მ არამარტო კუბის დიქტატურის მოხრჩობა, არამედ ამერიკის კონტინენტზე ვენესულის შემდეგ მეორე ქვეყანაში, კუბაში, დაიწყო ავტორიტარული რეჟიმების მიერ ჩათესილი მეტასტაზების ამოკვეთა, იმ მეტასტაზებისა, რომლის მიზანია დასავლეთ ნახევარსფეროში ანტიდემოკრატიული იდეოლოგიების თუ რეჟიმების მხარდაჭერა და გავრცელება. ბუნებრივი ესაა მორიგი დარტყმა რუსეთის შესაძლებლობებისთვის, პრობელემები შეუქმნას დემოკრატიულ სამყაროს და იქ ქაოსი დანერგოს.
ისე, ესეც იმ სერიიდანაა – “ტრამპი რომ პუტინი აგენტია, ბიძი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved