• რეკლამა
  • კონტაქტი
18:42, სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა წარსული აქვს ვაკის პარკის ტენდერში მოგებულ კომპანიას

ალია ავტორი - ალია
17:02 10-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,623
ვაკის პარკის რეაბილიტირებულ შადრევანში სამ მოზარდს დენმა დაარტყა, მათგან ერთი – 13 წლის გოგო კლინიკაში გარდაიცვალა.როგორც ცნობილია, ბავშვებს შადრევანში ბურთი გადაუვარდათ, რის გამოც შადრევნიდან მისი ამოტანა გადაწყვიტეს. გადარჩენილი ორი მოზარდის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ვაკის პარკის ცენტრალური შადრევანი რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ გუშინ, 12 ოქტომბერს გახსნეს. ღონისძიებას თბილისის მერი, კახა კალაძეც ესწრებოდა. როგორც მერიაში განაცხადეს, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.

საზეიმო გახსნის ფოტოები თბილისის მერიის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება, თუმცა კვლავ არის მერიის საიტზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვის+-მა შეასრულა. მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ “ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი”.

კომპანია გრინსერვის+-ს თბილსის მერიის მიერ გამოცხადებულ არაერთ ტენდერდერში გაუმარჯვია. კომპანიის საიტზე არის პროექტების ჩამონათვალი, რომლებშიც კომპანიას აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორისაა ანბანის სკვერი, პარლამენტის შენობა, მზიურის პარკი, თბილისის მრგვალი ბაღი და ა.შ.

2013 წელს ქართულმა ოცნებამ კომპანიის დამფუძნებლები – ლაშა ფურცხვანიძე და ტარიელ კიკნაძე – კორუფციულ სქემაში ჩართულობის ბრალდებით გაასამართლა.

როგორც ფლანგვის დეტექტორი წერს, შპს გრინსერვისი+ 2010 წელს ლაშა ფურცხვანიძის, კობა ხარშილაძისა და ტარიელ კიკნაძის მიერ დაფუძნებული კომპანია. შპს მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დამფუძნებლების მეორე კომპანია – შპს გრინსერვისი – ტენდერების შავ სიაში შეიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ძველი თბილისის რაიონის გამგებელმა ლაშა ფურცხვანიძემ და მისმა მოადგილე კობა ხარშილაძემ 2007 წლის 1-ელ მაისს, ნაცნობების მეშვეობით დააფუძნეს შპს გრინსერვისი, რომლის ფაქტობრივი მფლობელები და ხელმძღვანელებიც, მისი დაფუძნების დღიდან იყვნენ თვითონ. ძველი თბილისის გამგეობის სატენდერო კომისიის წევრები ფურცხვანიძე და ხარშილაძე ტენდერს აცხადებდნენ სწორედ მათი დავალებითა და მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით, შპს გრინსერვისი ინტერესთა კონფლიქტის ვითარებაში მონაწილეობას იღებდა და იმარჯვებდა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში, რომელიც ცხადდებოდა უშუალოდ იმ ოდენობისა და სახეობის ხე-მცენარეებზე, რომელიც წინასწარ შეძენილი ჰქონდა კომპანიას.

2013 წლის 18 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე 400 000-400 000 ლარიანი გირაოების გათავისუფლდნენ. თუმცა, 24 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კობა ხარშილაძეს კვლავ დააკავეს იმ მოტივით, რომ მას საქართველოდან წასასვლელი ბილეთი ჰქონდა ნაყიდი – მაშინ მისი დაცვის მხარე კობა ხარშილაძის კიდევ ერთხელ დაკავებას ზურაბ ჟვანიას საქმეს უკავშირებდა.

“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი კორუფციული სქემების მიუხედავად, რომელშიც მათი თქმით დასტურდებოდა შპს გრინსერვის +-ის დამფუძნებლების ჩართულობა კორუფციაში, სახელმწიფო უწყებებმა უპრობლემოდ განაგრძეს კომპანიასთან თანამშრომლობა”, – აღნიშნავს ფლაგვის დეტექტორი.

შპს გრინსერვის +-მა გაარემონტა ე.წ. წითელი ბაღიც, რაშიც მერია 1,9 მილიონი ლარი გადაუხადა. ერთი წლის თავზე ბაღი კვლავ სარემონტო იყო. ბილიკებზე დაგებული მასალა მალევე დალპა, გრანიტის ფილები კი დატყდა.

დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, ანუ 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით, გრინსერვისი +-მა 57 ტენდერში გაიმარჯვა. 2015 წელს ტენდერებიდან აღებულმა თანხამ 3 123 113 ლარი შეადგინა, 2016 წელს  3 549 836 ლარი, 2017 წელს კი 3 948 655 ლარი. მთლიანობაში 10 619 804 ლარი. კახა კალაძის მერობის შემდგომ, ანუ 2017 წლის ნოემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე, გრინსერვისი +-მა 42 ტენდერში გაიმარჯვა – 2018 წელს 11 025 727 ლარი მიიღეს, 2019 წელს 22 154 620 ლარი – მათ შორის 8 814 484 ლარიანი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, 2020 წელს კი 18 616 941 ლარი. აქედან 12 მილიონ ლარზე მეტი – უკონკურენტოდ.

ფორმულა.
თეგები: ვაკის პარკის ტრაგედიატენდერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
ახალი ამბები

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

17:33 10-20-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!
ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!

16:05 10-21-2025
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

13:50 10-21-2025
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

10:47 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved