• რეკლამა
  • კონტაქტი
01:29, პარასკევი, 12 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა­ტომ ვართ ასე­თი არ­ხე­ი­ნე­ბი?ღვთის იმე­დად ვართ, რომ თავს არ დაგ­ვეს­ხმე­ბი­ან თუ მა­რია ზა­ხა­რო­ვას გულს თუ მო­ვი­გებთ, და­ცუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით?“ – ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:44 05-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
693

პარტია “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტებს მიმართა, მისი თქმით, –  თუ მშვი­დო­ბა გვსურს, ქვე­ყა­ნა ომის­თვის უნდა ემ­ზა­დე­ბო­დეს :

“რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა, რომ ის­ტო­რი­უ­ლი რამ მოხ­და ვა­შინგტონ­ში. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, პრე­ზი­დენტ რუზ­ველ­ტის შემ­დეგ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა პირ­ვე­ლად მო­ა­წე­რა “ლენდ-ლიზს“ ხელი. შე­დე­გად, უკ­რა­ი­ნა მი­ი­ღებს არ­ნა­ხულ სამ­ხედ­რო და ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას. რა თქმა უნდა, უკ­რა­ი­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა, ბრძო­ლა­შია ჩაბ­მუ­ლი, იბ­რძვის სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს­თვის და ამან უზარ­მა­ზა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფან­ჯა­რა გა­ა­ჩი­ნა, მაგ­რამ მე, შე­სა­ბა­მი­სად, მაქვს კი­თხვა ჩემს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, სა­ქარ­თვე­ლო რა­ტომ არ ითხოვს ხმა­მაღ­ლა, რომ მი­ი­ღოს შე­ი­ა­რა­ღე­ბა?

მე არ მო­მის­მე­ნია არ­ცერ­თი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ მოგ­ვე­ცით ჩვენც ია­რა­ღი, ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, ხო­მალ­დსა­წი­ნა­აღ­მდე­გო, ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბი, არ გვჭირ­დე­ბა? არ ვართ ოკუ­პი­რე­ბუ­ლე­ბი? უკ­რა­ი­ნას რომ თავს ეს­ხმის, იმ ქვეყ­ნის ჯარი ჩვენ­თან არ დგას შუ­ა­გულ ქარ­თლში, აფხა­ზეთ­ში, სა­მეგ­რე­ლოს­თან? კო­დო­რის ხე­ო­ბა ჩვენ­თვის წარ­თმე­უ­ლი არ აქვთ და სხვა ტე­რი­ტო­რი­ე­ბი? არ გვჭირ­დე­ბა, რომ უფრო ღო­ნი­ე­რი ქვე­ყა­ნა ვი­ყოთ და მომ­ზა­დე­ბუ­ლი? რა­ტომ არ ის­მის სა­ერ­თოდ მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა? რა­ტომ არ ვემ­ზა­დე­ბით, ზო­გა­დად, ომის­თვის? პუ­ტი­ნის­ნა­ი­რი პა­რა­ნო­ი­კის გარ­და, არ მგო­ნია ამ ქვე­ყა­ნა­ზე ვინ­მე იყოს, ვი­საც ომი უნ­დო­დეს, მათ შო­რის, მეც, მაგ­რამ ორ­ჯერ ორი ოთხია, რომ თუ გინ­და თავს არ და­გეს­ხან, თუ გინ­და, რომ ომი აი­ცი­ლო თა­ვი­დან, ომის­თვის უნდა იყო მზად. თუ მშვი­დო­ბა გინ­და, ომის­თვის უნდა ემ­ზა­დე­ბო­დე.

რა­ტომ არა­ფერს აკე­თებს? რა­ტომ არ გვე­სა­უბ­რე­ბა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა? მეტ­როს გარ­და და ესეც მხო­ლოდ თბი­ლის­შია, გვაქვს თუ არა სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­შე­საფ­რე­ბი? რა­ტომ არ ხდე­ბა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თავ­დაც­ვის ფორ­მი­რე­ბა, ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის? რა­ტომ ვართ ასე­თი არ­ხე­ი­ნე­ბი? ძა­ლი­ან მიკ­ვირს, ღვთის იმე­დად ვართ, რომ თავს არ დაგ­ვეს­ხმე­ბი­ან თუ მა­რია ზა­ხა­რო­ვას ან იმ მე­ო­რე სა­ძა­გე­ლი ქა­ლის გულს თუ მო­ვი­გებთ, და­ცუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით?“

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!

14:26 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved