• რეკლამა
  • კონტაქტი
21:58, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს და როდემდე უნდა გაგრძლედეს ეს შოუ”- ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
13:50 11-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და კითხულობს: აქვს თუ არა სახელმწიფოს სტრატეგია ამ პიროვნების მკურნალობის და მისი “ბრძოლის” წინააღმდეგ?

“ორი დღის წინ ვიკითხე, აქვს თუ არა სახელმწიფოს სტრატეგია ამ პიროვნების მკურნალობის და მისი “ბრძოლის” წინააღმდეგ თქო. ბევრ”ჰუმანისტს” არ მოეწონა ასეთი შეკითხვა, მითუმეტეს ექიმისგან…არადა აშკარა იყო რომ სპექტაკლს გაგრძელება ექნებოდა.

ჰოდა, დღეს ამერიკაში მოღვაწე ექიმი აცხადებს, ცოდოა ბიჭი, იქნებ გამოვუშვათ და სანატორიუმში ვუმკურნალოთო. ახლა ველოდები ამას როგორ აიტაცებენ ისევ “ჰუმანისტი ექიმები” და დაეთანხმებიან. შემდეგ დედა გამოვა ცრემლიანი, რამდენი ხანია სახლში საჭმელი არ უჭამიაო. შექმნის სახალხო დამცველი კომისიას და დაადგეგენ რომ კალორიულობის მიხედვით ციხის საჭმელები მართალც და სახლის საჭმელებზე სუსტია და იტყვის, ალბათ სახლის საჭმელებით უნდა ვკვებოთ, განსაკუთრებით შიმშილობის შემდგომ პერიოდშიო. შემდეგ გამოვა სოფიო და იტყვის რეაბილიტაციისას აუცილებელია ჩემს სიმღერებს უსმინოს, მაგრამ არა ჩანაწერებს, არამედ ცოცხლად, რომელიმე საკონცერტო დარბაზში, კარგი აკუსტიკითო. გამოვა სახალხო დამცველი, შექმნის ჯგუფს და დაადგენენ რომ მართლაც ციხის აკუსტიკა არ შეესაბამება, იმას რაც რეაბილიტაციის პროცესში სმენის აპარატის ნაკლებად გასაღიაზიანებლად არის საჭირო და სჯობს სადმე საკონცერტო დარბაზში მოვასმენინოთო. “ჰუმანისტი საზოგადოებაც” დაეთანხმება.

ერთია ეს “ჰუმანისტი საზოგადოება” იმას ვერ ხვდება რომ ასეთი “ჰუმანიზმით” ყველა დანარჩენ პატიმარს საშინელ შეურაცჰყოფას აყენებს და მათ უბრალოდ ადამიანებად არ თვლის, ან თვლის, მაგრამ უფრო დაბალი დონის. არადა რომ ჰკითხო მათთვის ყველა ერთია და იქეთ შემოგედავებიან. სახალხო დამცველის თამადობით.

ასე რომ, ამ სპექტაკლის შემხედვარე ჩემი კითხვა ისევ პასუხგაუცემელია, რა სტრატეგი აქვს სახელმწიფოს და როდემდე უნდა გაგრძლედეს ეს შოუ და პატიმრებისათვის შეურაცჰყოფის მიყენება. არაფერს ვამბობ რომ “მიგდებული” კოვიდი ანადგურებს ქვეყანას”, – წერს წერეთელი.

წყარო: tia.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved