• რეკლამა
  • კონტაქტი
12:21, ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა სთხოვა, გაჩერების სანაცვლოდ, 2008 წელს შავნაბადაზე სააკაშვილს უცნობმა? – “ტელევიზია გამაკეთებინე–თქო”

ალია ავტორი - ალია
21:40 05-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49,757

მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი), რომელიც წინა ხელისუფლების აქტიურ და მწვავე ოპონენტად მოიხსენიებს თავს, 2008 წელს, შავნაბადაზე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს. ამის შესახებ მან „ტვ პალიტრის“ ეთერში, მერაბ მეტრეველთან ინტერვიუში 2021 წელს ისაუბრა:

„არ ვჩერდებოდი და არ ვეგუებოდი გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. მომინახეს მეგობარი, ვისაც დაარეკინეს და ძალიან მთხოვა ავსულიყავი სააკაშვილთან შავნაბადაზე. ავედი, მე და ბიძინა გეგიძე ვიყავით. იქ იჯდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ. მთხოვდა – რა ვქნა, რა გავაკეთოო?! ოღონდ ახლა შენ გაჩერდი მეტს აღარ ვიზამ, რაც მოხდა ისეთი აღარ ვიქნებიო. მეთქი, რა უნდა მინდოდეს, ღირსეული პრეზიდენტი მინდა იყო–თქო. არ გიჯერებ–თქო. მომეცი სიხშირე, ტელევიზია გამაკეთებინე–თქო და… – კი ბატონოო, წაიღეო.

კენია ხომ არ ვართო. ინაუგურაციაზე მილიონი სტუმარი ჩამოდის და იქ რომ სისხლისღვრა ავტეხოთ, თან ხომ იცი არავინ არ გააშუქებს ამასო. კარგი მეთქი. სხვა რა გზა მქონდა. სისხლისღვრაზე მაინც გამორიცხული იყო ის ხალხი რომ წამეყვანა. ნუ, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა და ვინ იყო მაშინ ის ოპოზიცია, დღეს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში რომ ზიან ისინი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიტუაციაში ვიყავით. სატელევიზიო სიხშირესთან დაკავშირებით ინაუგურაციის მეორე დღესვე გადამაგდო. არ მინდოდა, კიტოვანის, სიგუას და იმათი სახელი დამრქმეოდა“, – ამბობს გია გაჩეჩილაძე.

ცნობისთვის, დღეს ლევან გაჩეჩილაძემ ისაუბრა “წულუკიანის კომისიაზე”, ოღონდ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალები არ განუხილავს.

“მე შემიფარეს სარფადში და ვერ მიპოვეს… უფროსი შვილი დაიჭირეს და რომ გაიგეს ჩემი შვილი იყო, სხვასთან შედარებით ადრე გამოუშვეს” – ლევან გაჩეჩილაძე 26 მაისის დარბევაზე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
ახალი ამბები

ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია

17:31 10-06-2026
არქი
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე – მხოლოდ 24 ოქტომბერს!

14:58 10-06-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“

13:55 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved