• რეკლამა
  • კონტაქტი
13:54, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა სიმპტომები აქვს ომიკრონს – სამხრეთაფრიკელი ექიმის განმარტება

ალია ავტორი - ალია
13:43 11-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

სამხრეთაფრიკელი ექიმი, რომელმაც ხელისუფლებას ახალი ვარიანტის შესახებ შეატყობინა, “ტელეგრაფთან” ამბობს, რომ “ომიკრონის” სიმპტომები განსხვავებულია, თუმცა მსუბუქი. 

ანჯელიკ კუტზეს თქმით, პირველად ახალი ვარიანტის შესახებ მაშინ ივარაუდა, როდესაც პრეტორიაში, საკუთარ კლინიკაში კოვიდპაციენტებს უჩვეულო სიმპტომები დაუფიქსირდათ. ექიმის თქმით, პაციენტებს შორის იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ჰქონდათ უენერგიობა და 6 წლის ბავშვი, რომელსაც პულსი ძალიან ჰქონდა აჩქარებული. არცერთ მათგანს ყნოსვა და გემოს შეგრძნება არ დაუკარგავს. 

“მათი სიმპტომები იყო ძალიან განსხვავებული, თუმცა მსუბუქი,” – განაცხადა კუტზემ. 

18 ნოემბერს, როდესაც ერთი ოჯახის 4 წევრს დაუდასტურდა კოვიდი და ყველა მათგანს მძიმე გადაღლილობის შეგრძნება ჰქონდა, საკუთარი ეჭვის შესახებ მან შესაბამის უწყებებს შეატყობინა. კუტზეს თქმით, მის 20-ზე მეტ კოვიდპაციენტს აღენიშნებოდა ახალი ვარიანტის სიმპტომები. უმეტესი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც უკიდურეს დაღლილობას უჩიოდა. მათი ნახევარი ვაქცინირებული არ იყო. 

“ერთი ძალიან საინტერესო შემთვევა გვქონდა – ბავშვი, დაახლოებით 6 წლის, მაღალი ტემპერატურით და ძალიან აჩქარებული პულსით. ვფიქრობდი მის ჰოსპიტალიზაციას, თუმცა 2 დღის შემდეგ ის თავს ბევრად კარგად გრძნობდა,” – ამბობს სამხრეთაფრიკელი ექიმი. 

ანჯელიკ კუტზეს თქმით, ყველა პაციენტი ჯანმრთელი იყო, თუმცა, მისი თქმით, ახალი ვარიანტი ასაკოვანი ადამიანებისთვის რისკის შემცველი იქნება, ასევე მათთვის, ვისაც თანმხლები დაავადებები აქვთ. 

“ყველაზე მეტად იმაზე ვღელავთ, რომ ასაკოვანი, ან – არავაქცინირებული ადამიანები დაავადდებიან ახალი ვარიანტით. არავაქცინირებულებში ბევრი ადამიანი დამძიმდება,” – აღნიშნავს ექიმი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
ახალი ამბები

Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა

12:32 09-21-2026
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved