გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ მის შვილს პრობლემები სამსახურში ჰქონდა, თუმცა ოჯახში ამ თემაზე ღიად არ საუბრობდა.
„არ იძახდა სახლში, იმის უბედურებაც ეგ იყო. შეიძლება, რაღაც დავხმარებოდი, შეიძლება, რაღაც პრობლემა ჰქონდა და ზუსტად მაგ საქმემ ჩაითრია. ჩანს, რომ ეს საეჭვო რაღაცები სამსახურიდან მოდის. წინა დღეებში ბავშვი უხასიათოდ იყო, აქ თავისით ბავშვი არ მოვიდოდა, გამორიცხულია“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
კომენტარები