• რეკლამა
  • კონტაქტი
06:40, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაშია უსაფრთხო თვალშიდა ინექციები? – ორი კრიტერიუმი, რომელიც უნდა დაიცვას კლინიკამ

ალია ავტორი - ალია
14:00 11-17-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,388

იყო დრო, როცა მხედველების გაუარესება განაჩენი იყო. ზოგი თვლიდა, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და ასაკის მატებასთან ერთად ასეც უნდა იყოს. თანამედროვე მედიცინაში კი მხოლოდ დროული მიმართვაა საჭირო – კვლევას, მკურნალობის ახალი მეთოდებს, ინექციებს პროცესი ან გართულების შეჩერებისკენ მიჰყავს, ან სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ოფთალმოლოგი, მირიან მაკრახიძე გვიყვება, რომ მის პროფესიაში, ყველაზე სასიამოვნო სწორედ ისაა, რომ მცირე, რამდენიმეწუთიანი მანიპულაციით შესაძლებელია პაციენტს მხედველობა აღუდგეს.

მირიან მაკრახიძე ბადურის ევროპული გაერთიანების ასოციაციის წევრია, ამჟამად ის “ნიუ ჰოსპიტალსის” კლინიკის ოფთალმოლოგია. მირიანი გვიყვება, რომ ექიმობა სკოლის ასაკიდან გადაწყვიტა. სტუდენტობის დროს კი, როდესაც ოფთაომოლოგიის მოდულს გაეცნო, აღმოაჩინა რომ ეს არის ის საქმიანობა, რისი კეთებაც აბედნიერებდა.

„თვალი წარმოადგენს სათუთი აგებულების ორგანოს, მისმა მცირე ცვლელებამაც კი შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ოფთალმოლოგია მოითხოვს ერთდროულად ანალიტიკურ აზროვნებას, ტექნიკურ სიზუსტესა და ემპათიას. მაქვს შესაძლებლობა პაციენტებს დავუბრუნო მხედველობა და მნიშვნელოვანი ცვილება შევიტანო მათ ცხოვრებაში, – ეს არის მთავარი მიზეზი თუ რატომ ავირჩიე ოფთალმოლოგია. ჩემი საქმიანობის ყველაზე დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს სწრაფი შედეგი: მხედველობის მყისიერ და სწრაფ გაუმჯობესებას უშუალოდ მკურნალობის დროს ან მკურნალობიდან მოკლე ხანში. ეს სფერო მოითხოვს მკაცრ სიზუსტეს, მცირედი შეცდომაც კი შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს. მოგეხსენებათ, მედიცინაში ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინსვლებია, ოფთალმოლოგია კი ამ კუთხით ერთ–ერთი ლიდერი დარგია, მუდმივი ტექნოლოგიური პროგრესი მოითხოვს ოფთალმოლოგისგან მუდმივ განვითარებასა და სწავლას – რაც კიდევ ერთი ბონუსია ექიმისთვის“ – ამბობს ის “ალიასთან”.

– რა არის თვალშიდა ინექციები?

– ⁠თვალშიდა ინექცია ანუ ინტრავიტრალური ინექცია წარმოადგენს ოფთალმოლოგიურ სამკურნალო პროცედურას, რომლის დროსაც მედიკამენტის შეყვანა ხდება უშუალოდ თვალის შიგნით, მინისებრ სხეულში.
თვალშიდა ინექციების დროს უხშირესად გამოიყენება სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის დამთრგუნველი ფაქტორი – ანტი VEGF თერაპია, რომელიც ახდენს ახლაწარმოქმნილი არაჯანსაღი სისხლძაღვების უკუგაწოვას და ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული მედიკამენტები, რომელიც უზრუნველყოფს ანთებისა და შეშუპების შემცირებას ბადურა გარსზე.

– რა შემთხვევებში გამოიყენება?

– მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყნება ბადურის სხვადასხვა დაავადებების დროს:

  • ასაკობრივი მაკულოპათია-ექსუდაციური ფორმა,
  • დიაბეტური რეტინოპათია და მაკულის შეშუპება,
  • ვენის ოკლუზიებით გამოწვეული მაკულის შეშუპება,
  • ნეოვასკული გლაუკომა.

ამ დაავადებების დროს თვალშიდა ინექციები წარმოადგენს როგორც წესი ერთადერთ ალტერნატივას და ის მიიჩნევა ოქროს სტანდარტად მთელს მსოფლიოში.

– რამდენად უსაფრთხო პროცედურაა?

– ვინაიდან საქმე გვაქვს თვალშიდა მანიპულაციასთან, ამიტომ მნიშვნელოვანია პროცედურა ჩატარდეს სტერილობის სრული დაცვით, რათა თავიდან ავიცილოთ ბაქტერიული გართულებები, უშუალოდ მანიპულაცია გრძელდება სულ რამდენიმე წამით, ინექციამდე გამოიყენება საანესთეზიო წვეთები, იმისთვის რომ ტკივილი და დისკომფორტი მინიმუმამდე შემცირდეს. მანიპულაციისას პაციენტი გრძნობს მცირედ ზეწოლასა და დისკომფორტს თვალის კაკალზე. მანიპულაციას შესაძლოა ახლდეს ისეთი მცირე გართულებები როგორიცაა: თვალის ზედაპირის მსუბუქი გაღიზიანება, სიწითლე, ცრემლდენა და უცხო სხეულის შეგრძნება, თვალშიდა წნევის მსუბუქი, გარდამავალი მომატება.
აღნიშნული მანიპულაცია უნდა ჩატარდეს სწორი ტექნიკითა და გამოცდილი ოფთალმოლოგის მიერ, ვინაიდან არასწორად ჩატარებულმა პროცედურამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები როგორიცაა – პოსტინექციურად ბადურის ჩამოცლა ან სისხლდენა. ეს ძალიან იშვიათი, მაგრამ, ძალიან სერიოზული პრობლემის მომტანი გართულებაა. ამიტომ, თქვენ კითხვას ასე ვუპასუხებ – გამოცდილი ექიმის ხელში, სწორი ტექნიკით ჩატარებული ეს პროცედურა – უსაფრთხოა.

– არსებობს ზოგადი სიმპტომები, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ოფთალმოლოგს და გამოვიკვლიოთ თვალი?

– გადაუდებლად უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს, შემდეგი სიმპომებისას: ⁠მხედველობის მნიშვნელოვანი დაქვეითება, ე.წ. მეტამორფოფსოული მოვლენები – რაც ნიშნავს იმას რომ პაციენტები საგნებს აღიქვამენ დამახინჯებულად, უსწორმასწოროდ, პაციენტები ასევე აღნიშნავენ ცენტრალურად შავ, მრგვალ ლაქას, ასეთ დროს ცენტრალურად პაციენტების მხედველობა არის ბუნდოვანი, ხოლო პერიფერიულად ისინი ხედავენ შედარებით მკაფიოდ.

– რომელი ასაკობრივი ჯგუფებია ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?

– ასაკობრივი მაკულოპათიის დროს დაავადების გამოვლენა ხდება 60-65 წლის ასაკის ზევით, ამიტომ ამ ასაკში მნიშვნელოვანია პაციენტი ჩივილის არ არსებობის შემთხვევაშიც მივიდეს ოფთალმოლოგთან და გამოიკვლისო ბადურა, ხოლო დიაბეტური რეტინოპთიის დროს ასაკობრივი გრადაცია არ არსებობს,ის შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვან პაციენტებში, ამ დროს მნიშვნელოვანია დიაბეტის ხანდაზმულობა და ასევე ის, თუ რამდენად სწორად მართავს პაციენტი ამ დაავადებას.

– რა კვლევებით განისაზღვრება თვალშიდა ინექციების საჭიროება?

– ⁠ბადურის დაავადებების დიაგნოსტიკისათვის გამოუყენება ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია OCT, რომელიც გვაძლევს ბადურის შრეობრივი აგუებულების ზუსტ სურათს და ტომოგტაფიის პასუხის საფუძველზე იგეგმება ინექციებით მკურნალობის დაწყება, ასვევე მისი სიხშირე და ხანგრძლივობა, როგორც წესი ტარდება თვეში 1 ინექცია, ინექციების სიხშირე დამოკიდებული დაავადების სიმძიმეზე.

– შეიძლება ბადურის დაავადებებმა გამოიწვიოს სრული სიბრმავე?

– ⁠ბადურის ეს დაავადებები ხასიათდება პროგრესირებით, ამიტომ არასწორად და არადროულად ჩატარებულმა მკურნალობამ შესაძლოა მიგვიყვანოს სრულ სიბრმავემდე. დროული და სწორი მკურნალობის პირობებში, ⁠ინექციების საშუალებით ხდება დაავადების პროგრესირების შეჩერება, ხშირ შემთევვაში გამოჯანმრთელბა და მხედველობია გაუმჯობესება – გააჩნია, რამდენად სწრაფად მოგვმართავს პაციენტი, სიმპტომების დაფიქსირებიდან.

– რა მხვდება ნიუ ჰოსპიტალსში პაციენტს, რომელსაც ოფთალმოლოგიური მკურნალობა მესაჭიროება?

– პირველ რიგში კარგი ტექნიკური ბაზა, ნებისმიერი, საჭირო კვლევის ჩასატარებლად, მათ შორის, ულტრათანამედროვე ტოპკონის ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია, რომელიც ზუსტ გამოსახულებას გვაძლევს, ინექცია თუ გახდა საჭირო, ამისთვისაც მზადაა კლინიკა, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ტექნოლოგიებით, დაგხვდებათ ასევე გამოცდილი, პროფესიონალი გუნდი.

 

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved