იყო დრო, როცა მხედველების გაუარესება განაჩენი იყო. ზოგი თვლიდა, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და ასაკის მატებასთან ერთად ასეც უნდა იყოს. თანამედროვე მედიცინაში კი მხოლოდ დროული მიმართვაა საჭირო – კვლევას, მკურნალობის ახალი მეთოდებს, ინექციებს პროცესი ან გართულების შეჩერებისკენ მიჰყავს, ან სრულ გამოჯანმრთელებამდე.
ოფთალმოლოგი, მირიან მაკრახიძე გვიყვება, რომ მის პროფესიაში, ყველაზე სასიამოვნო სწორედ ისაა, რომ მცირე, რამდენიმეწუთიანი მანიპულაციით შესაძლებელია პაციენტს მხედველობა აღუდგეს.
მირიან მაკრახიძე ბადურის ევროპული გაერთიანების ასოციაციის წევრია, ამჟამად ის “ნიუ ჰოსპიტალსის” კლინიკის ოფთალმოლოგია. მირიანი გვიყვება, რომ ექიმობა სკოლის ასაკიდან გადაწყვიტა. სტუდენტობის დროს კი, როდესაც ოფთაომოლოგიის მოდულს გაეცნო, აღმოაჩინა რომ ეს არის ის საქმიანობა, რისი კეთებაც აბედნიერებდა.
„თვალი წარმოადგენს სათუთი აგებულების ორგანოს, მისმა მცირე ცვლელებამაც კი შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ოფთალმოლოგია მოითხოვს ერთდროულად ანალიტიკურ აზროვნებას, ტექნიკურ სიზუსტესა და ემპათიას. მაქვს შესაძლებლობა პაციენტებს დავუბრუნო მხედველობა და მნიშვნელოვანი ცვილება შევიტანო მათ ცხოვრებაში, – ეს არის მთავარი მიზეზი თუ რატომ ავირჩიე ოფთალმოლოგია. ჩემი საქმიანობის ყველაზე დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს სწრაფი შედეგი: მხედველობის მყისიერ და სწრაფ გაუმჯობესებას უშუალოდ მკურნალობის დროს ან მკურნალობიდან მოკლე ხანში. ეს სფერო მოითხოვს მკაცრ სიზუსტეს, მცირედი შეცდომაც კი შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს. მოგეხსენებათ, მედიცინაში ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინსვლებია, ოფთალმოლოგია კი ამ კუთხით ერთ–ერთი ლიდერი დარგია, მუდმივი ტექნოლოგიური პროგრესი მოითხოვს ოფთალმოლოგისგან მუდმივ განვითარებასა და სწავლას – რაც კიდევ ერთი ბონუსია ექიმისთვის“ – ამბობს ის “ალიასთან”.
– რა არის თვალშიდა ინექციები?
– თვალშიდა ინექცია ანუ ინტრავიტრალური ინექცია წარმოადგენს ოფთალმოლოგიურ სამკურნალო პროცედურას, რომლის დროსაც მედიკამენტის შეყვანა ხდება უშუალოდ თვალის შიგნით, მინისებრ სხეულში.
თვალშიდა ინექციების დროს უხშირესად გამოიყენება სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის დამთრგუნველი ფაქტორი – ანტი VEGF თერაპია, რომელიც ახდენს ახლაწარმოქმნილი არაჯანსაღი სისხლძაღვების უკუგაწოვას და ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული მედიკამენტები, რომელიც უზრუნველყოფს ანთებისა და შეშუპების შემცირებას ბადურა გარსზე.
– რა შემთხვევებში გამოიყენება?
– მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყნება ბადურის სხვადასხვა დაავადებების დროს:
- ასაკობრივი მაკულოპათია-ექსუდაციური ფორმა,
- დიაბეტური რეტინოპათია და მაკულის შეშუპება,
- ვენის ოკლუზიებით გამოწვეული მაკულის შეშუპება,
- ნეოვასკული გლაუკომა.
ამ დაავადებების დროს თვალშიდა ინექციები წარმოადგენს როგორც წესი ერთადერთ ალტერნატივას და ის მიიჩნევა ოქროს სტანდარტად მთელს მსოფლიოში.
– რამდენად უსაფრთხო პროცედურაა?
– ვინაიდან საქმე გვაქვს თვალშიდა მანიპულაციასთან, ამიტომ მნიშვნელოვანია პროცედურა ჩატარდეს სტერილობის სრული დაცვით, რათა თავიდან ავიცილოთ ბაქტერიული გართულებები, უშუალოდ მანიპულაცია გრძელდება სულ რამდენიმე წამით, ინექციამდე გამოიყენება საანესთეზიო წვეთები, იმისთვის რომ ტკივილი და დისკომფორტი მინიმუმამდე შემცირდეს. მანიპულაციისას პაციენტი გრძნობს მცირედ ზეწოლასა და დისკომფორტს თვალის კაკალზე. მანიპულაციას შესაძლოა ახლდეს ისეთი მცირე გართულებები როგორიცაა: თვალის ზედაპირის მსუბუქი გაღიზიანება, სიწითლე, ცრემლდენა და უცხო სხეულის შეგრძნება, თვალშიდა წნევის მსუბუქი, გარდამავალი მომატება.
აღნიშნული მანიპულაცია უნდა ჩატარდეს სწორი ტექნიკითა და გამოცდილი ოფთალმოლოგის მიერ, ვინაიდან არასწორად ჩატარებულმა პროცედურამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები როგორიცაა – პოსტინექციურად ბადურის ჩამოცლა ან სისხლდენა. ეს ძალიან იშვიათი, მაგრამ, ძალიან სერიოზული პრობლემის მომტანი გართულებაა. ამიტომ, თქვენ კითხვას ასე ვუპასუხებ – გამოცდილი ექიმის ხელში, სწორი ტექნიკით ჩატარებული ეს პროცედურა – უსაფრთხოა.
– არსებობს ზოგადი სიმპტომები, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ოფთალმოლოგს და გამოვიკვლიოთ თვალი?
– გადაუდებლად უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს, შემდეგი სიმპომებისას: მხედველობის მნიშვნელოვანი დაქვეითება, ე.წ. მეტამორფოფსოული მოვლენები – რაც ნიშნავს იმას რომ პაციენტები საგნებს აღიქვამენ დამახინჯებულად, უსწორმასწოროდ, პაციენტები ასევე აღნიშნავენ ცენტრალურად შავ, მრგვალ ლაქას, ასეთ დროს ცენტრალურად პაციენტების მხედველობა არის ბუნდოვანი, ხოლო პერიფერიულად ისინი ხედავენ შედარებით მკაფიოდ.
– რომელი ასაკობრივი ჯგუფებია ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?
– ასაკობრივი მაკულოპათიის დროს დაავადების გამოვლენა ხდება 60-65 წლის ასაკის ზევით, ამიტომ ამ ასაკში მნიშვნელოვანია პაციენტი ჩივილის არ არსებობის შემთხვევაშიც მივიდეს ოფთალმოლოგთან და გამოიკვლისო ბადურა, ხოლო დიაბეტური რეტინოპთიის დროს ასაკობრივი გრადაცია არ არსებობს,ის შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვან პაციენტებში, ამ დროს მნიშვნელოვანია დიაბეტის ხანდაზმულობა და ასევე ის, თუ რამდენად სწორად მართავს პაციენტი ამ დაავადებას.
– რა კვლევებით განისაზღვრება თვალშიდა ინექციების საჭიროება?
– ბადურის დაავადებების დიაგნოსტიკისათვის გამოუყენება ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია OCT, რომელიც გვაძლევს ბადურის შრეობრივი აგუებულების ზუსტ სურათს და ტომოგტაფიის პასუხის საფუძველზე იგეგმება ინექციებით მკურნალობის დაწყება, ასვევე მისი სიხშირე და ხანგრძლივობა, როგორც წესი ტარდება თვეში 1 ინექცია, ინექციების სიხშირე დამოკიდებული დაავადების სიმძიმეზე.
– შეიძლება ბადურის დაავადებებმა გამოიწვიოს სრული სიბრმავე?
– ბადურის ეს დაავადებები ხასიათდება პროგრესირებით, ამიტომ არასწორად და არადროულად ჩატარებულმა მკურნალობამ შესაძლოა მიგვიყვანოს სრულ სიბრმავემდე. დროული და სწორი მკურნალობის პირობებში, ინექციების საშუალებით ხდება დაავადების პროგრესირების შეჩერება, ხშირ შემთევვაში გამოჯანმრთელბა და მხედველობია გაუმჯობესება – გააჩნია, რამდენად სწრაფად მოგვმართავს პაციენტი, სიმპტომების დაფიქსირებიდან.
– რა მხვდება ნიუ ჰოსპიტალსში პაციენტს, რომელსაც ოფთალმოლოგიური მკურნალობა მესაჭიროება?
– პირველ რიგში კარგი ტექნიკური ბაზა, ნებისმიერი, საჭირო კვლევის ჩასატარებლად, მათ შორის, ულტრათანამედროვე ტოპკონის ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია, რომელიც ზუსტ გამოსახულებას გვაძლევს, ინექცია თუ გახდა საჭირო, ამისთვისაც მზადაა კლინიკა, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ტექნოლოგიებით, დაგხვდებათ ასევე გამოცდილი, პროფესიონალი გუნდი.
(R)














კომენტარები