• რეკლამა
  • კონტაქტი
15:41, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაში მიდის ივანიშვილი კომპრომისზე? – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
01:39 07-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,320

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

ჩემი დაკვირევებით ქართული ოცნების ყველა ქმედება, დაწყებული კანონმდებლობით და დამთავრებული პრაქტიკული ნაბიჯებით, ეყრდნობა ორ ამოსავალ პუნქტს:

1. რა წყინს და რა მოსწონს პირადად ბიძინა ივანიშვილს.
2. რა წყინს და რა მოსწონს საშუალო სტატისტიკურ ქოცს, ანუ ოცნების მომხრეს

თუ განწყობები თანხვედრილია, ანუ არის რაღაც, რაც საშ. სტატისტიკურ ქოცსაც და ბიძინა ივანიშვილსაც წყინთ და აბრაზებთ, მაშინ ეს რაღაც იქნება დაუნდობლად რეპრესირებული, აკრძალული, დაპატიმრებული, ნაცემი და ა.შ. და არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, თუ რას იტყვის ამაზე პროგრესული კაცობრიობა.

მაგალითად ალეკო ელისაშვილს ტერორიზმისთვის რომ 13 წელი მიუსაჯეს, ან მზია ამაღლობელს რომ ცოცხალი თავით არ უშვებენ ციხიდან, ამის მიზეზი არის ის, რომ ეს ასე უნდა ბიძინასაც და რიგით ქოცსაც. იგივე შეიძლება ითქვას პარტიების აკრძალვაზე და პარტიების ლიდერთა დაპატიმრებაზე, სადაც ქოცის პოზიცია ცალსახად პოზიტიურია. თუ რაიმემ შეიძლება შეაჩეროს ეს გადაწყვეტილება, ისევ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ჩათვლის, რომ ამით რაღაცას წააგებს დიფსთეითთან პოლიტიკურ თამაშობებში.

არის შემთხვევები, როდესაც ბიძინას ნება და ქოცის გუნება შეიძლება არ დაემთხვეს ერთმანეთს და ამ დროს, როგორც წესი, ბიძინა მიდის ხოლმე კომპრომისზე. ამის მაგალითია იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომლის მიხედვითაც გეპეი უნდა შეეერთებინათ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისთვის.

რაც შეეხება ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა, სახელმწიფო, ინსტიტუციები, საგარეო ორიენტაცია, საერთაშორისო რეპუტაცია, ეროვნული ინტერესები და ა.შ., ანუ ყველაფერს, რაც პოლიტიკური საქმიანობის თითქოსდა განუყოფელ შემადგენელს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მმართველობაში ეს მხოლოდ ძალაუფლების განმტკიცების პროპაგანდისტული ინსტრუმენტია და მეტი არაფერი. მათ არა აქვთ არანაირი ღირებულებითი მნიშვნელობა. თითოეული ეს ღირებულება ის ქოთანია, რომელსაც საითაც გინდა იქით გამოაბამ ყურს,

ქართული ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური შეცდომა, ჩემი მოკრძალებული აზრით, არის ის, რომ ისინი პრაქტიკულად არ ცნობენ ხელისუფლების ამ სპეციფიკას და ცდილობენ ივანიშვილის და ოცნების ქმედებები ახსნან ტრადიციული პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური თუ კულტურული მიზეზებით,. რაც ათიდან ცხრა შემთხვევაში არასწორი აღქმაა ხელისუფლების მოტივაციისა და შესაბამისად საპასუხო აქტივობებიც, თუ შემთხვევით არ გაარტყეს, არათუ არ ასუსტებს ხელისუფლებას, რიგ შემთხვევებში აძლიერებს კიდეც,

ვფიქრობ, ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივიზმის ამოცანა ის კი არ უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ძლიერად მოუშალოს ნერვები ბიძინასაც და ქოცებსაც, არამედ ის, რომ გაერკვეს რა სურთ და რისი ეშინიათ ოცნების პასიურ მომხრეებს, ჩამოუყალიბებლებს, გაურკვევლებს და ა. შ. პროტესტისგან დისტანცირებულ კონტიგენტს და ამის მიხედვით შეიმუშაონ მოქმედების სტრატეგია.

როგორ უნდა გაკეთდეს ეს, ცალკე თემაა. ეს იმ შემთხვევაშიც არაა იოლი ამოცანა, თუ ამას დააპირებ, მაგრამ, ჩვენი პრობლემა სწორედ ისაა, რომ არავინ ამას სერიოზულად არ ცდილობს და არც აპირებს.

კი ვიცი, რომ ეს ამხელა ტექსტიც სულ ტყუილად ვწერე და მთელი ოპოზიციური მეინსტრიმი მაინც “შიგნით აქცია და გარედან სანქციას” მიაწვება, მაგრამ იყოს, ერთ-ორს ხომ მაინც გულზე მოხვდება...

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved