• რეკლამა
  • კონტაქტი
19:39, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაში იქნება სექსი დასჯადი და როგორ დაამტკიცებთ, რომ პარტნიორი თანახმა იყო?

ალია ავტორი - ალია
15:52 05-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

პარლამენტში მუშავდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სექსუალურ ძალადობად ჩაითვლება აქტი თუ პარტნიორის გაცნობიერებული თანხმობა არ არსებობს.

მათ შორის, ეს ეხება ცოლ-ქმრულ თანაცხოვრებას.

მაგალითად, თუ ქმარი მეუღლის თანხმობის გარეშე მასთან სქესობრივ კავშირს დაამყარებს, ის შესაძლოა სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებაროს.

აღნიშნული საკნანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება სტამბულის კონვენციას, რომლის რატიფიცირების შემდეგ, 2017 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების მიუხედავად, კანონმდებლობა კვლავ არ აკმაყოფილებს კონვენციისა (მუხლი 36) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.

ამ სტანდარტით სექსუალური ძალადობის დეფინიცია უნდა ეყრდნობოდეს მსხვერპლის თანხმობის არარსებობას, ან მსხვერპლის ნების დამთრგუნველი გარემოებების ფართო სპექტრს, ხოლო სხვა სახის ძალადობა უნდა იყოს მისი დამამძიმებელი გარმოება.

დეპუტატი გუგული მაღრაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ შესაძლოა ამ ინიციატივას, ვინმე სკეპტიკურად უყურებდეს, თუმცა კანონი უნდა იცავდეს ყველას თანაბრად, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც იძულებითი სქესობრივი კავშირის მსხვერპლია.

გუგული მაღრაძე, დეპუტატი:

„შესაძლოა ეს ქართულ ტრადიციებში არ ჯდებოდეს, მაგრამ რაკი ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ ევროპული ოჯახის წევრეობაზე, კანონმდებლობაც, ცხადია, შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ.

ძალადობა ძალადობაა, იქნება ეს რეგისტრირებული ქორწინებაში, თუ სხვა შემთხვევაში.

სქესობრივი კავშირი უნდა იყოს ურთიერთთანხმობაზე დაფუძნებული ურთიერთობა.

აქედან გამომდინარე, საჭიროა ასეთი კანონი.

ვინმესთვის შეიძლება ეს უცნაური იყოს, მაგრამ კანონი ყოველთვის არ არის ისეთი, რომ ყველა ადამიანის მენტალობას ეგრევე მოერგოს.

ასეთი ტიპის კანონების მიღება ჩვენ მოგვიწევს, რათა ნელ-ნელა დავამკვიდროთ ცივილიზებული საზოგადოების ნორმები“.

რატომ გახდა აუცილებელი?

„აქ საინტერესოა სტატისტიკის გაცნობა. შესძლოა ეს არ იყოს დიდი რაოდენობა, მაგრამ თუ ერთი ადამიანი მაინც თვლის ამ ტიპის ქმედების მსხვრპლად თავს, კანონი მასაც უნდა იცავდეს.

სექსუალურ იძულებას შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა ტიპის ტრავმვები, მათ შორის ფსიქოლოგიური.

მე მხარს ვუჭერ ამ ინიციატივს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა უნდა იყოს შეფასებული და ადამიანები იყვნენ მაქსიმალურად დაცულები“.

რამდენად იმუშავებს კანონი პრაქტიკაში?

„იმუშავებს თუ არა პრაქტიკაში ეს კანონო, წინასწარ ძნელი სათქმელია. თავიდან „ოჯახში ძალაოდბის“ შესახებ კანონზეც ამბობდნენ, რომ ეს არ იმუშავებს, რადგან ოჯახის შიდა საქმეაო.

აღმოჩნდა, რომ კანონი საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, როგორც რეაგირების, ისე პრევენციის თვალსაზრისით.

გინეკოლოგებსაც შეგიძლიათ კითხოთ, რა კვალს ტოვებს ასეთი ურთიერთობა. დამტკიცების თვალსაზრისით, როგორც ცნობილია, მსგავსი ტიპის ქმედება რაღაც კვალს ტოვებს ადამიანზე“.

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად (2017) ↓↓↓

საქართველოში დაახლოებით 17 000 ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

დაახლოებით 20 000 ქალს სექსუალური ძალადობა სხვა პირის მხრიდან განუცდია.

67 000 გოგო ბავშვობაში გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

“ალია” – შეგახსენებთ, სექსუალური ძალადობა დიდი ხანია დასჯადია საქართველოში, მათ შორის, მეუღლის მიერ სექსუალური ძალადობა.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქალების უმეტესობა, რომლებსაც არ აღენიშნებათ ძალადობის კვალი, ვერ ადასტურებენ, რომ არ იყვნენ თანახმანი სექსუალურ აქტზე. როგორ იქნება ახალ კანონში ეს დარეგულირებული, როგორ დაამტკიცებს ერთი მხარე, რომ მეორე მხარე იყო თანახმა, ან პირიქით, როგორ დაამტკიცებს მეორე მხარე, რომ არ იყო თანახმა? ხელწერილით? მოწმით? – როგორ დაამტკიცებს?

თორემ, თუ სამედიცინო ექსპერტიზით ძალადობა დადგინდა – ეგ ისედაც დასჯადია.

აი, როცა ძალადობის კვალი არ ჩანს – მაგ შემთხვევის დროს რთულია დამტკიცება და როგორც მივხვდით, ვერც ეს კანონი გაამარტივებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved