• რეკლამა
  • კონტაქტი
06:02, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შეიძლება იყოს სოსო გოგაშვილის დაკავების უცნობი და მთავარი მოტივი – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
20:21 07-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
703

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, როგორ ფიქრობთ, სოსო გოგაშვილმა რომ დააანონსა 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს გავასაჯაროვებო და კიდევ, სუს-იდან გამოტანილი ათასობით ფაილი, რომელთა გამომტანად ხელისუფლებამ გოგაშვილი მიიჩნია, ეს იყო მისი დაკავების რეალური მიზეზი?

– ეს ყველაფერი შეიძლება სოსო გოგაშვილის დაკავების ერთ-ერთი მიზეზი იყო და შესაძლოა, არსებობს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, უცნობი და მთავარი მოტივი. არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების გამოქვეყნება, რადგან დაანონსდა, ვფიქრობ, გამოქვეყნდება. აი, რა გამოქვეყნდება, ეს არ ვიცი.

– უცნობი მოტივი რა შეიძლება იყოს?

– ეს ჯერ არ ვიცი და არც არავინ იცის. სავარაუდოდ, ის მასალები, რაც უნდა გამოქვეყნდეს. ჯერ მეტს ვერავინ იტყვის. 2021 წლის არჩევნებში გოგაშვილი თავად მონაწილეობდა დეპუტატობის კანდიდატად. იმ დროს ხელისუფლების ოპონენტად შეიძლება ყოფილიყო აღქმული. ხელისუფლებაში უკვე არ იყო და მათ დავალებებს ვერც შეასრულებდა და არც არავინ არაფერს დაავალებდა არჩევნების გაყალბების კუთხით. დაუჯერებელია, რომ 2021 წლის არჩევნების  გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდეს. ცხადია, ისეთი, რომლებიც არ გვინახავს და არ გაგვიგია, თორემ  ის არჩევნები რომ გაყალბდა, ამის სხვა და სხვა მტკიცებულებები პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობოებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გაასაჯაროეს. გამორიცხულია, 2021 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ, განსაკუთრებული მტკიცებულებები ჰქონდეს, რადგან მაშინ სუს-ში აღარ მუშაობდა.

– თუმცა, მანამდე სოსო გოგაშვილი იყო სუს-ის პირველი მოადგილე, საკმაოდ გავლენიანი ადამიანი იყო და შესაძლებელია, საკუთარი აგენტურა ჰყავდა სუს-ში, პოლიციაში, ცსკო-ში, პოლიციაში, ადგილობრივ თვითმმართველობებში და ყველა იმ სტრუქტურაში, რომლებიც გაყალბებაში მონაწილეობდნენ და იქიდან აწვდიდნენ ინფორმაციას გაყალბების შესახებ, სხვა მტკიცებულებებსაც?

– ჰყავდა რა, ის ხალხი უდასტურებს?

– თუ „დავერბოვკებული“ ჰყავდა ხალხი და აიძულებდა მისთვის ემუშავათ?

– არა, ასე არ ხდება. „დავერბოვკებული“ კი ეყოლებოდა ხალხი, მაგრამ როდესაც პოსტზე იყო და გავლენა ჰქონდა, მაშინ შეძლებდა მათ გამოყენებას. როდესაც ადამიანი მიდის ასეთი  პოსტიდან, ის აგენტურა რჩება სპეცსამსახურებში, შენი აგენტი ხდება სხვისი აგენტი, მას სხვა გადაიბარებს. ეგრე არ ხდება. სახლში წახვიდე და აგენტები თან გაიყოლო. თუმცა, გოგაშვილი რაკიღა ამბობს, მაქვს მასალები და გავასაჯაროებო, ალბათ, აქვს, დაველოდოთ იმ ერთკვირიანი ვადის გასვლას, რომელიც მათი გასაჯაროებისთვის თავად დათქვა. მერე შეგვეძლება უფრო კონკრეტულად ლაპარაკი.

– სოსო გოგაშვილი როდესაც პოსტზე იყო, მაშინაც ყალბდებოდა არჩევნები, რამდენიმე არჩევნები გაყალბდა, მაგრამ მაშინ ამაში სხვა სტრუქტურებთან ერთად სუს-ი იყო ჩართული და ერთ-ერთ მთავარ გამყალბებლად, მედია, საზოგადოება და პოლიტიკოსები თავად გოგაშვილს მიიჩნევდნენ. ალოგიკურია, რომ იმ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები გაასაჯაროოს, რომელთა გაყალბებაშიც თავად მონაწილეობდა?

– კი, ეგრე იყო. გოგაშვილი როდესაც იმ პოსტზე იყო, მაშინ ჩატარდა საპარლამენტო, ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნები. სამივე გაყალბდა და ამაში სუს-ი და დიდი ალბათობით, გოგაშვილიც ჩართული იყო. რას გამოაქვეყნებს გოგაშვილი? იმ გაყალბებული არჩევნების მტკიცებულებებს, რომელთაც თავად აყალბებდა? ცხადია, ეს აბსურდია. თუმცა, ვიმეორებ – ეს კაცი ამბობს, მაქვს მასალები, კომპრომატებიო და იმედია, ვნახავთ, რა აქვს.

თეგები: ვალერი გელბახიანისოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved