• რეკლამა
  • კონტაქტი
07:58, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი გურმანი

რა სასარგებლო თვისებები აქვს ქათმის ხორცს – როგორ ავარჩიოთ ქათამი?

ალია ავტორი - ალია
23:11 05-17-2022
- გურმანი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,233

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ეს არის მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელი წყარო ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის, მისი ზრდისა და ფუნქციობისთვის. ქათმის ხორცი საქონლის ხორცთან შედარებით მეტ ცილას შეიცავს (ქათმის ხორცში ცილები 19,5%-ია, საქონლის ხორცში კი 13%) და მას ადამიანის ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს, ამიტომ ქათმის ხორცი შეიძლება სხვა ხორცზე უფრო ხშირად და მეტი ოდენობით მოვიხმაროთ.

 

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ბებერი და ახალგაზრდა ქათამი?

 

განსაკუთრებით სასარგებლოა ახალგაზრდა ფრინველის ხორცი. გირჩევთ, არ შეიძინოთ ბებერი ფრინველი – მისი ხორცი მაგარი და უხეშია. ფრინველის ასაკის გასარჩევად დააკვირდით მის კანს და ფეხებს: ბებერ ქათამს კანი უხეში აქვს, მოყვითალო ფერისა, ქონი – მუქი ყვითელი, ფეხები დაფარული აქვს უხეში ქერცლით, ხოლო ფეხის ქვედა მხარეზე აქვს კანის უხეში წანაზარდები. ახალგაზრდა ქათამს კანი ღია ფერისა აქვს, ფრთებ ქვეშ უჩანს ძარღვები, ფეხები რბილი აქვს, დაფარული წვრილი ყვითელი ქერცლით. ბებერი ქათამი შეიძლება ახალგაზრდაზე ცხიმიანი იყოს, თუმცა ახალგაზრდა ქათმის ხორცი ბევრად უფრო ნაზი და გემრიელია, ამიტომ ყოველთვის სჯობს, აირჩიოთ ახალგაზრდა ქათამი.

 

რომელი ჯიშის ქათამი სჯობს?

 

ქათმის ხორცი იყოფა ორ სახეობად: მეხორცული და კვერცხის მდებელი. მეხორცული ჯიში უფრო მეტ ცილასა და ცხიმს შეიცავს, ვიდრე კვერცხის მდებელი შესაბამისად უფრო გემრიელია. მეხორცეული ქათამი კვერცხის მდებელ ქათამზე ბევრად დიდია და გაითვალისწინეთ, რომ ფერმის ქათმები ძირითად შემთხვევაში მეხორცეული ჯიშისაა. კვერცხის მდებელი ქათამი უფრო გამოფიტულია და ნაკლებად სასარგებლო. შესაბამისად, უმჯობესია არჩევანი მეხორცეულე ჯიშის ქათამზე შეაჩეროთ, იგი უფრო გემრიელია და ყუათიანი.

 

როგორ ამოვიცნოთ კარგად ნაკვები ფრინველი?

 

კარგად ნაკვებ ქათამს – მკერდის ძვალი არ უჩანს, მკერდს ცხიმი თხელი ფენით ფარავს, კანის ფერი ღია ტონებშია მუქი ფერების გარეშე. ცუდად ნაკვებ ქათამს – კი მკერდის ძვალი გამოკვეთილი აქვს, კანს მონაცრისფრო, მოყვითალო ფერი გადაჰკრავს. სრულიად შესაძლებელია, რომ ასაკიან ქათამს მეტი ცხიმი ჰქონდეს, ვიდრე ახალგაზრდას, მაგრამ სჯობს ისევ ახალგაზრდა, ნაკლებ ცხიმიანი შეიძინოთ.

 

ქათმის ხორცის შეძენისას უმჯობესია აირჩიოთ მეხორცეული ჯიშის ახალგაზრდა, კარგად ნაკვები ფრინველი, სასურველია ახალდაკლული (შესაძლებელია გაყინულიც).

თეგები: როგორ ავარჩიოთ ქათამიქათამიქათმის ხორცი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved