“ევროპეისკა პრავდა”, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებაზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი ტანკი Т-72 და ასევე რამდენიმე ათეული ქვეითთა ჯავშანმანქანა გადასცა.
როგორც ვოიცეხ სკურკევიჩმა განცხდა, სამხედრო დახმარებამ უკრაინისთვის უკვე გადააჭარბა 7 მილიარდ ზლოტს (1,5 მილიარდ ევროს) .გარდა ამისა, ტანკების, მედიის ცნობით პოლონეთმა უკრაინას უკვე გადასცა თვითმავალი ქვემეხები 2С1, “გრადის” სახელით ცნობილი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები და “ჰაერი-ჰაერის” კლასის რაკეტები მი-29 და სუ-27-ის კლასის თვითმფრინავებისთვის.
ასევე, პოლონეთისგან უკრაინამ მიიღო WB Electonics-ის წარმოებული უპილოტო თვითმფრინავები, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “პერუნი” და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა.
კომენტარები