• რეკლამა
  • კონტაქტი
11:46, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა სამი მუშკეტერი? დიუმა საფლავში ბრუნავს – დანაშაულებრივი შეცდომა დაუშვეს”

ალია ავტორი - ალია
15:10 10-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ძალიან გაერთნენ პოლიტიკით, სამი მუშკეტერი რომ ვეძახეთ, დიუმა ალბათ, საფლავში ბრუნავს. რა სამი მუშკეტერი? ეს სამი ადამიანი აბსოლუტური პოლიტიკური ცენზურის ქვეშაა მოქცეული და გვიმტკიცებს დღესაც, რომ ჩვენ ვართ ყველაზე წარმატებული, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ამირან გამყრელიძეზე, თენგიზ ცერცვაძესა და პაატა იმნაძეზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა. დაავადების გავრცელების პრევენციაზე აბსოლუტურად უარი თქვით. არანაირი სისტემური ღონისძიება არ მიუღიათ, დანაშაულებრივი შეცდომა იყო, როდესაც 15 სექტემბრისთვის არ ჩაიკეტა აჭარა და მიგრაციული პროცესები აჭარასა და ქვეყნის სხვა რეგიონებს შორის არ შეწყდა. ტურისტული სეზონი დასრულებული იყო და დღემდე არ არის ეს გაკეთებული. თუნდაც, შესასვლელ-გამოსასვლელებში სიცხე გაეზომათ. ნახეთ ევროპაში რა ხდება, ცხადდება ლოკალური ლოქდაუნები, კომენდანტის საათი, აჭარა უნდა ჩაეკეტათ და ეს რომ გაეკეთებინათ, ბევრად უკეთესი სურათი გვექნებოდა.

ამის ნაცვლად, დღეს გველაპარაკებიან ეკონომიკის ინტერესებზე, სად არის ამ ქვეყანაში ეკონომიკა? მომხმარებელი ქვეყანა ვართ, არანაირი ეკონომიკა ჩვენ არ გვაქვს, მარტო ვჭამთ, წამალს ვიღებთ და მეტი არაფერი. ეს ეკონომიკა მაინც იმუშავებს და ვერ ჩაიკეტება. უნდათ 31 ოქტომბრამდე მიყვანა და შემდეგ ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი. ნარცისიზმით და თავისი უნიკალურობის ტკბობით იყვნენ შეპყრობილი გინდ ხელისუფლება და გინდ შესაბამისი სპეციალისტები. ნარცისიზმით ტკბობაში გაატარეს ეს პერიოდი და დღესაც იხტიბარს არ იტეხენ, წუთებს და საათებს ითვლიან, რომ სიკვდილის შიში არ დაბრუნდეს მთელი ძალით“

თეგები: გია ხუხაშვილიკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved