• რეკლამა
  • კონტაქტი
14:29, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ქონებას ფლობს შს ახალი მინისტრი გელა გელაძე?

ალია ავტორი - ალია
13:50 05-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
641

დღეს “ქართული ოცნების” მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გელა გელაძე დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლა. გელაძე 2025 წლის 5 აპრილიდან დღემდე სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, 2024 წლის დეკემბრიდან, მიმდინარე წლის აპრილამდე იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2023-2024 წლებში განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, 2018-2023 წლებში კი განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურს ხელმძღვანელობდა. გელაძეს უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაცია 2024 წელს აქვს შევსებული და ის 2023 წელს მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებს ასახავს.

დეკლარაციის თანახმად, გელაძის მეუღლეს ნათია ელიზბარაშვილს ეკუთვნის ჭავჭავაძის გამზირზე 175 კვადრატული მეტრის ბინა, ასევე 814 კვადრატული მეტრის ნაკვეთი კოჯორში, 168 კვადრატული მეტრის ბინა ოქროყანაში (ინოვაციების ქუჩაზე), 234 კვადრატული მეტრის კომერციული ფართი ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე 61 კვადრატული მეტრის ბინა ბაკურიანში, 94 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი კოჯორში და რამდენიმე ავტოფარეხი, მათ შორის ჭავჭავაძის გამზირზეც. გელა გელაძე კი ფლობს 1,468 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ბეთანიაში და 7,350 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ახმეტაში.

მსუბუქი ავტომობილებიდან ნათია ელიზბარაშვილი ფლობს 2024 წელს 105 ათას ევროდ ნაყიდ მერსედესს (მოდელი დაკონკრეტებული არაა), გელა გელაძეს კი ეკუთვნის 70,000 დოლარად 2013 წელს შეძენილი Toyota L200.

გელა გელაძეს საბანკო ანაბარზე განთავსებული აქვს 146 ათასი დოლარი, მის მეუღლეს კი 23,625 დოლარის საბანკო დანაზოგი.

გელა გელაძემ 2023 წელს განათლების მინისტრის მოადგილის პოსტზე 53,628 ლარის ხელფასი მიიღო, ხოლო მანდატურის სამსახურის უფროსის პოსტზე კი 10,932 ლარი.

გელა გელაძემ ბრიტანეთში შვილის უმაღლესი განათლების საფასურში 33,519 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, ასევე 7-7 ათასი ევრო შვილების კერძო სკოლაში სწავლისთვის.(ბიემჯი)

გელაძე წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. გარდა ამისა, ასევე მუშაობდა პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, გელაძე იკავებდა ჯერ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მოგვიანებით კი თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

დღემდე, გელაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილის პოზიცია ეკავა.

გელა გელაძის სამუშაო გამოცდილება წლების განმავლობაში ასე გამოიყურება:

2023 – 2024 – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

2018 – 2023 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი;

2016-2018 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი;

2012-2016 – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე;

2010-2012 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე;

2008-2010 – შპს “ელიზი ჯგუფის” დირექტორი;

2007-2008 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია – მრჩეველი;

2007 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტი – მრჩეველი;

2005-2006 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;

2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ზედამხედველი;

2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი;

2004-2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;

2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახური გამომძიებელი;

2004 – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის მრჩეველი;

2001-2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე;

1999-2001 – საქართველოს პროკურატურა – სტაჟიორი.

თეგები: გელა გელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved