• რეკლამა
  • კონტაქტი
13:16, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ქონებას ფლობს დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე?

ალია ავტორი - ალია
16:09 05-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,187

მმართველი პარტიის და “ხალხის ძალის” დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია.

დეპუტატმა 3 მოსმენით დაუჭირა მხარი “რუსულ კანონს” და ასევე, მხარი დაუჭირა “რუსულ კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

2023 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით უძრავი ქონების უდიდესი ნაწილი მემკვიდრეობით აქვს მიღებული. ჯაფარიძე დეკლარაციაში მხოლოდ მეუღლეს უთითებს, – წერს „ბიემჯი“.

დეპუტატს მესტიაში აქვს 8 მიწის ნაკვეთი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო. ფართობი ჯამში 31 462 მ-კვ.მ- ია.

ასევე მემკვიდრეობით აქვს მიღებული დაბა მესტიაში კომერციული ფართი და საცხოვრებელი სახლი.

პოლიტიკოსმა 2013 წელს 180 000 დოლარად იყიდა 131,5 კვ.მ ბინა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე.

დეკლარაციის მიხედვით, ვიქტორ ჯაფარიძეს ავტომობილი არ ჰყავს. მისი მეუღლე ნათია ხვისტანი კი, 2012 წლის ml-ს ფლობს, რომელშიც 20 000 დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება კომპანიებს, ჯაფარიძეს ეკუთვნის შპს პოსტვ-ს წილის 52% ( დანარჩენი წილები:შალვა რამიშვილი, თემურ ჭარელაშვილი); კანონის მიხედვით, დეპუტატს არ აქვს უფლება ფლობდეს და ამასთან მართავდეს მედიას, თუმცა წილის მმართველად 2022 წლიდან დეკლარაციის შევსების მომენტამდე ჯაფარიძეა;

დეპუტატი ფლობს შპს სეტი +- ის 33.3%-ს ოთარ ჩართოლანთან;

მისივე აბსოლუტური საკუთრებაა შპს თაბუნი, რომლის წილის მმართველიც ოთარ მაზმიშვილია;

ნათია ხვისტანს ეკუთვნის All seasons-ს წილის 50%. ასევე, შპს ქცია 94-ის 66.9%. სხვა კომპანიის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში მითითებული არ არის.

კომერციული ფართის გაქირავებისთვის ჯაფარიძემ 1 წელში 90 238 ლარი მიიღო. დეპუტატის სახელფასო სარგომ წლიურად 48 067 ლარი შეადგინა.

ჯაფარიძეს დანაზოგის სახით მხოლოდ 29 000 ლარი აქვს მითითებული, ნათია ხვისტანს კი, 21 500 ლარი.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის 61 934 ლარი ჰქონდა დეპუტატს სახელფასო ანგარიშზე. ანაბრის სახით 14 311 დოლარი, საბარათე ანგარიშზე 8 937 ევრო. რაც შეეხება ნათია ხვისტანის ფინანსურ ანგარიშებს, საბარათე ანგარიშზე გასული წლის ბოლოს 20 189 ლარს ფლობდა, მიმდინარე ანგარიშზე კი, 2 150 ლარს.

საერთაშორისო გამჭვირვალობას ვიქტორ ჯაფარიძის ქონების გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით არა ერთი კვლევა აქვს მომზადებული.

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო პროგრამიდან სუბსიდიას იღებენ მესტიაში

ჯაფარიძეს ჯამურად 120 000 ლარი აქვს შეწირული “ქართული ოცნებისთვის”, ხოლო 30 000 ლარი “ხალხის ძალისთვის”.

55 000 ლარი შესწირა მმართველ ძალას ნათია ხვისტანმა, 50 000 ლარი კი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას.

თეგები: ვიქტორ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved